https://sputnik-georgia.com/20240118/--------ebrd---285714754.html
პერსპექტივები და მიმდინარე პროექტები: რა განიხილეს პრემიერმა და EBRD-ის პრეზიდენტმა
პერსპექტივები და მიმდინარე პროექტები: რა განიხილეს პრემიერმა და EBRD-ის პრეზიდენტმა
Sputnik საქართველო
სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა, აღნიშნა პრემიერმა 18.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-18T10:06+0400
2024-01-18T10:06+0400
2024-01-18T10:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
დავოსის ეკონომიკური ფორუმი
ebrd - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ebrd
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/12/285713779_0:77:1280:797_1920x0_80_0_0_2cc48b8fad086ce6cffa54377b844b69.jpg
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა.საქართველო და EBRD ახალ პროექტებს გეგმავენ: შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში >>ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომლებზეც აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი.საქართველოში 30-წლიანი საქმიანობის პერიოდში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 286 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. თითოეული პროექტი შესრულების გარკვეული პირობებით ქვეყნისთვის გრანტების ან კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/12/285713779_167:101:1095:797_1920x0_80_0_0_c5ffe2b31e78eb4e9196f921391e8e63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ebrd - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ebrd
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ebrd - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ebrd
პერსპექტივები და მიმდინარე პროექტები: რა განიხილეს პრემიერმა და EBRD-ის პრეზიდენტმა
სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა, აღნიშნა პრემიერმა
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომლებზეც აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი.
საქართველოში 30-წლიანი საქმიანობის პერიოდში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 286 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. თითოეული პროექტი შესრულების გარკვეული პირობებით ქვეყნისთვის გრანტების ან კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებს.