მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გუტერეში: ლიბანში არ უნდა მოხდეს ის, რაც ღაზაში ხდება

© photo: AFP 2020 / ANGELA WEISS
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ლიბანში ვითარების გამწვავების დიდი საფრთხე არსებობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში არ განმეორდეს იგივე, რაც ღაზის სექტორში ხდება, აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

„რაც უფრო დიდხანს გრძელდება კონფლიქტი ღაზაში, მით მეტია ესკალაციისა და უხეში შეცდომების რისკი. ჩვენ არ უნდა ვნახოთ ლიბანში ის, რასაც ვხედავთ ღაზაში. და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ის, რაც ღაზაში ხდება, გაგრძელდეს“, — წერს გუტერეში X-აკაუნტზე.

მისი თქმით, საჭიროა ერთიანი ძალისხმევები, რათა „უფრო ფართო ომის ალი ჩაქრეს“.
სამხრეთ ლიბანში ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც ისრაელმა, პალესტინური რადიკალური მოძრაობა ჰამასის უპრეცედენტო თავდასხმაზე პასუხად, 2023 წლის ოქტომბერში სამხედრო ოპერაციები დაიწყო ღაზის სექტორში. ისრაელის არმია და ლიბანური ჰეზბოლას მებრძოლები საზღვრისპირა რაიონებში ერთმანეთის პოზიციებს ყოველდღიურად ცხრილავენ.
7 იანვარს ისრაელის მედია იტყობინებოდა, რომ ჰეზბოლამავიაიერიში მიიტანა საჰაერო ძალების ბაზაზე, რომელიც მერონის მთაზე მდებარეობს, და 40-მდე რაკეტა გაუშვა მისი მიმართულებით. 8 იანვარს ისრაელმა ლიბანზე საპასუხო შეტევა განახორციელა. მის მიერ განადგურებულ სამიზნეებს შორის იყო ბოევიკების სამხედრო კომპლექსი მარვაჰინას რაიონში, ასევე სარაკეტო სადგური აიტა-ალ-შაბის რაიონში. გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჰეზბოლას ქვედანაყოფის მაღალჩინოსანი მეთაური ვისამ ალ-ტავილი.
14 იანვარს ისრაელის არმიამ თავდასხმების მთელისერია მიიტანა ლიბანის ტერიტორიაზე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.
ყველა ახალი ამბავი
0