https://sputnik-georgia.com/20240117/cinetis-mosaxleoba-ganuxrelad-mcirdeba-eri-berdeba-285699703.html
AP: ჩინეთის მოსახლეობა განუხრელად მცირდება, ხოლო ერი ბერდება
AP: ჩინეთის მოსახლეობა განუხრელად მცირდება, ხოლო ერი ბერდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ჩინეთი, რომელიც ოდესღაც მოსახლეობის ზრდის გაკონტროლებას ცდილობდა და ამისთვის „ერთი შვილის“ პოლიტიკა შემოიღო, ახლა საპირისპირო... 17.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-17T13:14+0400
2024-01-17T13:14+0400
2024-01-17T13:38+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი
დემოგრაფია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/11/284999949_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_aa868c6df4229dceff012081a62e0d41.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ჩინეთი, რომელიც ოდესღაც მოსახლეობის ზრდის გაკონტროლებას ცდილობდა და ამისთვის „ერთი შვილის“ პოლიტიკა შემოიღო, ახლა საპირისპირო პრობლემის წინაშე დგას: გასულ წელს ქვეყნის მოსახლეობა 2 მილიონი ადამიანით შემცირდა, რაც უკვე ზედიზედ მეორე წლიური ვარდნაა, იუწყება Associated Press ჩინეთის სტატისტიკის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით.ამის მიზეზი, გარდა შობადობის შემცირებისა, ასევე სიკვდილიანობის ზრდაა მას შემდეგ, რაც Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.ჩინეთის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში სიკვდილიანობა ორჯერ გაიზარდა და 690 ათას კაცს მიაღწია, ხოლო 2023 წელს დაბადებულთა რაოდენობამ მხოლოდ 9 მლნ შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარია.ამასთან აღინიშნება, რომ მთავრობა შობადობის სტიმულირებას შეეცადა, რისთვისაც 2015 წლიდან „ერთი შვილის“ პოლიტიკა შეამსუბუქა და წყვილებს მეორე ბავშვის გაჩენის უფლება მისცა, შემდეგ კი, უკვე 2021 წელს, მესამე შვილის გაჩენის ნებაც დართო - მაგრამ ამას დიდი წარმატება არ მოჰყოლია.ამ დროისათვის ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 1,4 მლრდ ადამიანია. გაეროს მონაცემებით, 2023 წელს ჩინეთმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა, მეორე ადგილზე გადაინაცვლა ინდოეთის შემდეგ.წყარო: Associated Press
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/11/284999949_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_0c20bac1c2b1f42a17694657533bed66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩინეთი, დემოგრაფია
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩინეთი, დემოგრაფია
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ჩინეთი, რომელიც ოდესღაც მოსახლეობის ზრდის გაკონტროლებას ცდილობდა და ამისთვის „ერთი შვილის“ პოლიტიკა შემოიღო, ახლა საპირისპირო პრობლემის წინაშე დგას: გასულ წელს ქვეყნის მოსახლეობა 2 მილიონი ადამიანით შემცირდა, რაც უკვე ზედიზედ მეორე წლიური ვარდნაა, იუწყება Associated Press ჩინეთის სტატისტიკის სამსახურის
ანგარიშზე დაყრდნობით.
ამის მიზეზი, გარდა შობადობის შემცირებისა, ასევე სიკვდილიანობის ზრდაა მას შემდეგ, რაც Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
ჩინეთის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში სიკვდილიანობა ორჯერ გაიზარდა და 690 ათას კაცს მიაღწია, ხოლო 2023 წელს დაბადებულთა რაოდენობამ მხოლოდ 9 მლნ შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარია.
„ჩინეთში შობადობის რიცხვი უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია იკლებს, რაც ხანგრძლივი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შედეგია. მოსახლეობა განუხრელად ბერდება, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა ეკონომიკის ზრდის შენელება გამოიწვიოს და, სამუშაო ძალის ნაკლებობის ფონზე, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უნარს, უზრუნველყოს ხანდაზმული ადამიანების დიდი რაოდენობა“, — ნათქვამია AP-პუბლიკაციაში.
ამასთან აღინიშნება, რომ მთავრობა შობადობის სტიმულირებას შეეცადა, რისთვისაც 2015 წლიდან „ერთი შვილის“ პოლიტიკა შეამსუბუქა და წყვილებს მეორე ბავშვის გაჩენის უფლება მისცა, შემდეგ კი, უკვე 2021 წელს, მესამე შვილის გაჩენის ნებაც დართო - მაგრამ ამას დიდი წარმატება არ მოჰყოლია.
ამ დროისათვის ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 1,4 მლრდ ადამიანია. გაეროს მონაცემებით, 2023 წელს ჩინეთმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა, მეორე ადგილზე გადაინაცვლა ინდოეთის შემდეგ.