საქართველოში გლაუკომის სამკურნალო პრეპარატებს უფასოდ დაარიგებენ - ვის შეეხება სიახლე

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს უფასოდ მიიღებენ პენსიონერები, ასევე კონკრეტული დაავადებების და სტატუსების მქონე მოქალაქეები.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სამთავრობო პროგრამა ფართოვდება - 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეებისთვის გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები უფასო გახდება, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ონკოლოგიური პაციენტები საჭირო მედიკამენტებს უფასოდ იღებენ >>
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს უფასოდ მიიღებენ პენსიონერები, ასევე კონკრეტული დაავადებების და სტატუსების მქონე მოქალაქეები. საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე 400 ათასი პენსიონერია.
ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი 2); პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები.
სკანდალი წამლების ფასებთან დაკავშირებით საქართველოში - მინისტრის ახალი კომენტარი >>
მთელი წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს, პენსიონერები, ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა (გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის , დუშეთის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის რაიონებში).
მედიკამენტების მისაღებად პაციენტებმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.
ყველა ახალი ამბავი
0