https://sputnik-georgia.com/20240116/kobaxidze-saqartvelostvis-mnishvnelovania-chinettan-urtiertobebi-285687786.html
კობახიძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობის ყველა სფერო
კობახიძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობის ყველა სფერო
Sputnik საქართველო
ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო კი თავის მხრივ, მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს, ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ. 16.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-16T19:37+0400
2024-01-16T19:37+0400
2024-01-18T12:16+0400
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23571/60/235716053_0:227:4000:2477_1920x0_80_0_0_22512b155c2978f9c6c584d01032d885.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოსთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების ყველა განზომილება, ისევე როგორც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებული პროცესები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ვიზიტისას.ამჟამად ჩინეთში იმყოფება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სადაც იმართება უმაღლესი დონის შეხვედრები. „ქართული ოცნების" დეპუტატთა ვიზიტი ჩინეთში 15 იანვარს დაიწყო და 20 იანვარს დასრულდება.მისი თქმით, პირველ ყოვლისა მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა.ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო კი თავის მხრივ, მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს, ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.„ძალიან მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებს, მმართველ პარტიებს შორის. ამას ემსახურება ვიზიტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩინეთში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განზომილებაც", - განაცხადა კობახიძემ.როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის უკვე განვითარდა ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ არსებობს მრავალი შესაძლებლობა ამ თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.სარჯველაძე: ჩინეთის ფაქტორის გარეშე შუა დერეფანი არარეალურია>>>საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია და ამასთან, ქვეყანას აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის. მაგალითად, ქვეყანა შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახდა უკრაინაში კონფლიქტისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე.ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23571/60/235716053_511:288:3430:2477_1920x0_80_0_0_e4f637d7e94d103a33a234fc01dbb9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
კობახიძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობის ყველა სფერო
19:37 16.01.2024 (განახლებულია: 12:16 18.01.2024) ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო კი თავის მხრივ, მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს, ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოსთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების ყველა განზომილება, ისევე როგორც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებული პროცესები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ვიზიტისას.
ამჟამად ჩინეთში იმყოფება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სადაც იმართება უმაღლესი დონის შეხვედრები. „ქართული ოცნების" დეპუტატთა ვიზიტი ჩინეთში 15 იანვარს დაიწყო და 20 იანვარს დასრულდება.
„გრძელდება ჩვენი ვიზიტი ჩინეთში, შევხვდით ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის, იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის. ამ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი გვქონდა როგორც პოლიტიკური კუთხით, ისე ეკონომიკურ, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. ორმხრივი ურთიერთობის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პირველ ყოვლისა მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა.
ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო კი თავის მხრივ, მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს, ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ეს ურთიერთობები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ხელისუფლებებს, მმართველ პარტიებს შორის. ამას ემსახურება ვიზიტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩინეთში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განზომილებაც", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის უკვე განვითარდა ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ არსებობს მრავალი შესაძლებლობა ამ თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.
ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია და ამასთან, ქვეყანას აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის. მაგალითად, ქვეყანა შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახდა უკრაინაში კონფლიქტისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.