მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის მუქარის შემდეგ: ჩინური ბანკები რუს კლიენეტებს შეზღუდვებს უძლიერებენ

© photo: Sputnik / Pavel Lvov / გადასვლა მედიაბანკშიჩიეთის ბანკი პეკინში
ჩიეთის ბანკი პეკინში - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ჩინეთის სახელმწიფო ბანკები შეზღუდვებს ამკაცრებენ რუსი კლიენტების დაფინანსებაზე მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ მეორად სანქციებს დაუწესებს იმ საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში ეხმარებიან, იუწყება Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.
„ბანკები გაწყვეტენ კავშირებს სასანქციო სიაში მყოფ კლიენტებთან და შეწყვეტენ რუსეთის სამხედრო სექტორისთვის ყველანაირი ფინანსური მომსახურების გაწევას, ვალუტისა და ტრანზაქციების ადგილის მიუხედავად“, — აცხადებენ წყაროები.
გამოცემის ცნობით, ცოტა ხნის წინ ორმა ჩინურმა ბანკმა უკვე დაუკვეთა თავისი რუსული ბიზნესის შემოწმება, რა დროსაც ყურადღება ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებზე გაამახვილა.
როგორც წყაროები აცხადებენ, ჩინელი კრედიტორები მომხმარებელთა კომპლექსურ შემოწმებას აძლიერებენ. ისინი ამოწმებენ, არის თუ არა კრედიტორთა კუთვნილი საწარმოები, ასევე ავტორიზებული და საბოლოო ბენეფიციარები დარეგისტრირებული რუსეთში.
გარდა ამისა, მათი თქმით, ასევე შემოწმდებიან ის არარუსი კლიენტებიც, რომლებიც ბიზნესს რუსეთში ეწევიან, ან კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელს აწვდიან მას მესამე ქვეყნების გავლით.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დეკემბერში დადო პირობა, რომ მეორად სანქციებს გამოიყენებს იმ ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს თავდაცვის სექტორისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად გარიგებების დადებაში ეხმარებიან. საუბარია როგორც ადრე განხორციელებულ ოპერაციებზე, ისე მომავალ დარღვევებზე. ასეთ ორგანიზაციებს აშშ-ში საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა აეკრძალებათ, ან შეეეზღუდებათ მათი გამოყენება. მათი კუთვნილი ქონება აშშ-ში კი დაიბლოკება.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0