ბათუმის ბულვარში ველომოყვარულები ტურისტულ სეზონზე განახლებული ველობილიკით ისარგებლებენ

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
განახლებული ველობილიკი კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის ველოგადაადგილებას, აღნიშნავენ აჭარის მთავრობაში.
თბილისი, 16 იანვარი— Sputnik. ბათუმის ბულვარში არსებული ველობილიკის მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდება ძველი ველობილიკის რეაბილიტაცია და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული მონოლითური რკინაბეტონის ველობილიკი.
„ტერიტორია მოიცავს ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიამდე არსებულ ველობილიკს, რაც ჯამში, 6 000 გრძივ მეტრს შეადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დროებით შეიზღუდება ველოგადაადგილება გარკვეულ მონაკვეთებზე. პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე დასრულდება.
პროექტი შემუშავებულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის საფუძველზე და შეთანხმებულია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.
ყველა ახალი ამბავი
0