რამდენი პენსიონერია საქართველოში - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnikპენსიონერი
პენსიონერი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2024
გამოწერა
პენსიონერებიდან 242,1 ათასი მამაკაცია და 596 ათასი - ქალი.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივ პენსიას 838,1 ათასი ადამიანი იღებს. ასეთია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები 2024 წლის 1 იანვრისთვის.
უწყების ცნობით, პენსიონერების საერთო რაოდენობიდან მამაკაცია 242,1 ათასი და ქალი - 596 ათასი. პენსიონერების ძირითადი ნაწილი 75 წლამდე ასაკისაა.
საქართველოში 90 წელს ზემოთ 11,8 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, საიდანაც 2,7 ათასი მამაკაცია და 19,1 ათასი - ქალი.
ყველაზე მეტი დღეგრძელი იმერეთში ცხოვრობს.
პენსიონერების თითქმის მეოთხედი ცხოვრობს თბილისში, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო-ქვემო სვანეთი.
ყველაზე ნაკლები პენსიონერი ცხოვრობს გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი - ზემო სვანეთში.
საპენსიო აქტივებმა 4,4 მლრდ-ს მიაღწია: ბოლო მონაცემები>>
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია.
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
ყველა ახალი ამბავი
0