მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ბედნიერი სი“: ჩინეთი წითელი ზღვისთვის ბრძოლაში ჩარევისგან თავს იკავებს

© photo: Sputnik / Ilya Pitaliov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2024
გამოწერა
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი თავს არიდებს წითელი ზღვისთვის ბრძოლაში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ იემენელი ჰუტისების მხრიდან თავდასხმები სავაჭრო ხომალდებს საფრთხეს უქმნის, იუწყება Bloomberg.
„მაშინ, როდესაც აშშ და დიდი ბრიტანეთი ავიაშეტევებს ახორციელებენ, რათა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტ მეამბოხეებს წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებში შეუშალონ ხელი, ჩინეთი კვლავ ბედნიერი დგას გვერდზე“, — წერს სააგენტო.
Bloomberg-ში მიაჩნიათ, რომ ჩინეთის ლიდერისთვის ზარალი ჯერჯერობით არ არის ისეთი დიდი, რომ ოპერაციაში ჩარევის რისკებმა უმოქმედობის სარგებელი გადაწონოს.
თუმცა, როგორც სააგენტო უსვამს ხაზს, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა ნამდვილად ვერ იქნება მშვიდად წითელ ზღვაში არსებული ვითარებით, ვინაიდან ჩინეთს თავისი ნედლი ნავთობის დაახლოებით ნახევარი ახლო აღმოსავლეთიდან შეაქვს და უფრო მეტ იმპორტს ახორციელებს ევროკავშირში, ვიდრე აშშ.
Bloomberg Intelligence-ს შეფასებით, გასულ კვირას შანხაის კონტეინერული გადაზიდვების ინდექსმა, 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, უმაღლეს დონემდე აიწია. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინური ხომალდების შემოვლითი გზით ნაოსნობამ საგრძნობლად გაზარდა ქვეყნის დამატებითი ხარჯები.
სააგენტოს ანალიტიკოსის აზრით, სი ძინპინის უმოქმედობის სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ ჩინეთის ლიდერი ელოდება, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჰუსიტებთან ბრძოლით ანტიამერიკული განწყობები გააღვივონ ახლო აღმოსავლეთის ზოგ ნაწილში, თვითონ კი თავი „ნეიტრალურ არბიტრად წარმოაჩინოს და იმავდროულად თავისი ძალების უმეტესობა ჰყავდეს მზად ტაივანზე ან სამხრეთ ჩინეთში ბრძოლისთვის“.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0