https://sputnik-georgia.com/20240114/parlamentis-tavmjdomarem-mosaxleobas-velit-axali-weli-da-kalanda-miuloca-285631141.html
პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას ძველით ახალი წელი და კალანდა მიულოცა
პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას ძველით ახალი წელი და კალანდა მიულოცა
Sputnik საქართველო
ძველით ახალ წელს 14 იანვარს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ 14.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-14T10:25+0400
2024-01-14T10:25+0400
2024-01-14T10:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/16/285164272_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_9dae75b97eb0d8020d0e6777a0d4aaf4.jpg
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. სულის, სიყვარულის და სამშობლოს ერთგულების ზეიმი - პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ძველით ახალი წელი და კალანდა მიულოცა.საქართველოსთან ერთად ამ დღესასწაულს რამდენიმე მართლმადიდებელი ქვეყანაც ზეიმობს. ძველით ახალი წლის ტრადიცია შემორჩენილია რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, მონტენეგრში, მოლდოვაში, უკრაინაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ანსამბლ „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეების ვიდეო, რომელთა ცეკვაშიც, მისი თქმით, ძველით ახალი წლის მსგავსად, ერთიანდება წარსული, აწმყო და მომავალი.„წარსული, აწმყო და მომავალი – ყველაფერი ერთიანდება მათ მოძრაობაში, თვალებსა და შეძახილში, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ მიმართებას“, - დაწერა პაპუაშვილმა.შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა... ანუ გილოცავთ ძველით ახალ წელს! >>ამ სულისკვეთებით იქცევა ძველი მარადიულად, ამ იმედით შემოდის ჩვენში კალანდა ყოველ ძველით ახალ წელს და ასე იქნება მუდამ, დაწერა პაპუაშვილმა თავის მილოცვაში.მაშინ, როდესაც მსოფლიო წელიწადში ერთხელ ზეიმობს ახალ წელს, მას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 1 და 14 იანვარს. უცნაურია, მაგრამ წლის ყველაზე მხიარული და ჯადოსნური დღესასწაული ორი კვირის შემდეგ ისევ დგება, ბავშვები თოვლის პაპას წელიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან და „მეორე ახალ წელსაც" მეტად გამორჩეული სახელი აქვს - ძველით ახალი წელი.ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია, უფრო ზუსტად ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებამ. იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/16/285164272_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_f0641f4112a18b5615013e3c18577430.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას ძველით ახალი წელი და კალანდა მიულოცა
10:25 14.01.2024 (განახლებულია: 10:26 14.01.2024) ძველით ახალ წელს 14 იანვარს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. სულის, სიყვარულის და სამშობლოს ერთგულების ზეიმი - პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ძველით ახალი წელი და კალანდა მიულოცა.
საქართველოსთან ერთად ამ დღესასწაულს რამდენიმე მართლმადიდებელი ქვეყანაც ზეიმობს. ძველით ახალი წლის ტრადიცია შემორჩენილია რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, მონტენეგრში, მოლდოვაში, უკრაინაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.
„სულის ზეიმი, მოყვასის სიყვარული, სამშობლოსადმი თავდადება, მარადიული ტარიელობა და ავთანდილობა, როკვაში განფენილი მარადისობა“, - დაწერა თავის მილოცვაში პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ანსამბლ „ბათუმის“ ძველი თაობის მოცეკვავეების ვიდეო, რომელთა ცეკვაშიც, მისი თქმით, ძველით ახალი წლის მსგავსად, ერთიანდება წარსული, აწმყო და მომავალი.
„წარსული, აწმყო და მომავალი – ყველაფერი ერთიანდება მათ მოძრაობაში, თვალებსა და შეძახილში, რადგან უკვდავია ის, რაც ქმნის მათ სამყაროს და სამყაროსადმი მათ მიმართებას“, - დაწერა პაპუაშვილმა.
ამ სულისკვეთებით იქცევა ძველი მარადიულად, ამ იმედით შემოდის ჩვენში კალანდა ყოველ ძველით ახალ წელს და ასე იქნება მუდამ, დაწერა პაპუაშვილმა თავის მილოცვაში.
მაშინ, როდესაც მსოფლიო წელიწადში ერთხელ ზეიმობს ახალ წელს, მას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 1 და 14 იანვარს. უცნაურია, მაგრამ წლის ყველაზე მხიარული და ჯადოსნური დღესასწაული ორი კვირის შემდეგ ისევ დგება, ბავშვები თოვლის პაპას წელიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან და „მეორე ახალ წელსაც" მეტად გამორჩეული სახელი აქვს - ძველით ახალი წელი.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია, უფრო ზუსტად ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებამ. იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.