https://sputnik-georgia.com/20240114/am-axal-wels-gamovswordet-meufe-siom-mrevls-zvelit-axali-weli-miuloca-285637376.html
ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ - მეუფე შიომ მრევლს ძველით ახალი წელი მიულოცა
ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ - მეუფე შიომ მრევლს ძველით ახალი წელი მიულოცა
Sputnik საქართველო
რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა დაუშვებელია და კანონი უნდა გამკაცრდეს, ბრძანა მეუფე შიომ 14.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-14T22:00+0400
2024-01-14T22:00+0400
2024-01-14T22:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/19/266213404_0:131:3068:1857_1920x0_80_0_0_54e73f3f634180a11f03c840f70457e1.jpg
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას საქართველოს მცხოვრებლებს ძველით ახალი წელი მიულოცა და უსურვა, რომ ყველა გამოსწორების გზაზე დადგეს და აღარ შესცოდოს.ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია, უფრო ზუსტად ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებამ. იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება. საქართველოსთან ერთად ამ დღესასწაულს რამდენიმე მართლმადიდებელი ქვეყანაც ზეიმობს. ძველით ახალი წლის ტრადიცია შემორჩენილია რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, მონტენეგრში, მოლდოვაში, უკრაინაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თქმით, რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა დაუშვებელია და კანონი უნდა გამკაცრდეს. მეუფე შიომ იმედი გამოთქვა, რომ ხატის შეურაცხყოფის ფაქტი აღარ განმეორდება.„აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში. ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა, შემართება, მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა ჩვენს სახელმწიფოში, რომ მავანმა ვერც კი გაბედოს ასეთი რამის გაკეთება“, - განაცხადა მეუფე შიომ.პროტესტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა დაუშვებელია: საპატრიარქო აქციაზე შეკრებილებს მიმართავს >>მართლმადიდებლური ეკლესია 14 იანვარს, შობის შემდგომ კვირას, ასევე აღნიშნავს წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. წინადაცვეთის მიღებით უფალმა იესო ქრისტემ ადამიანების ყველა ცოდვა იტვირთა. წინადაცვეთა იყო ქრისტიანული საიდუმლოს, ნათლისღების წინა სახე და ნათლისღების მსგავსად მოასწავებდა კაცობრივი ცოდვილი ბუნების მოკვეთას, ცოდვასთან ბრძოლას, ღმერთის მორჩილებას და ღმერთთან ერთად ახალი სიცოცხლის დასაწყისს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/19/266213404_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_e3beeb17de9bcfbd3bbc2d54e712a4e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, რელიგია
ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ - მეუფე შიომ მრევლს ძველით ახალი წელი მიულოცა
რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა დაუშვებელია და კანონი უნდა გამკაცრდეს, ბრძანა მეუფე შიომ
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას საქართველოს მცხოვრებლებს ძველით ახალი წელი მიულოცა და უსურვა, რომ ყველა გამოსწორების გზაზე დადგეს და აღარ შესცოდოს.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია, უფრო ზუსტად ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებამ. იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება. საქართველოსთან ერთად ამ დღესასწაულს რამდენიმე მართლმადიდებელი ქვეყანაც ზეიმობს. ძველით ახალი წლის ტრადიცია შემორჩენილია რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, მონტენეგრში, მოლდოვაში, უკრაინაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.
„ამ ახალ წელს გამოვსწორდეთ, აღარ ვცოდოთ და ვიცხოვროთ უფლისთვის სათნო ცხოვრებით; რომ ჩვენი ხალხიც სულიერად უფრო ამაღლდეს“, - განაცხადა მეუფე შიომ.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თქმით, რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა დაუშვებელია და კანონი უნდა გამკაცრდეს. მეუფე შიომ იმედი გამოთქვა, რომ ხატის შეურაცხყოფის ფაქტი აღარ განმეორდება.
„აღარ განმეორდეს ჩვენში ისეთი მძიმე ცოდვა, სიწმინდის ისეთი შეურაცხყოფა და მკრეხელობა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ამ წმინდა ტაძარში. ვევედროთ უფალს, რომ ჩვენში სუფევდეს ისეთი სულიერი განწყობა, შემართება, მოქმედებდეს ისეთი კანონმდებლობა ჩვენს სახელმწიფოში, რომ მავანმა ვერც კი გაბედოს ასეთი რამის გაკეთება“, - განაცხადა მეუფე შიომ.
მართლმადიდებლური ეკლესია 14 იანვარს, შობის შემდგომ კვირას, ასევე აღნიშნავს წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. წინადაცვეთის მიღებით უფალმა იესო ქრისტემ ადამიანების ყველა ცოდვა იტვირთა. წინადაცვეთა იყო ქრისტიანული საიდუმლოს, ნათლისღების წინა სახე და ნათლისღების მსგავსად მოასწავებდა კაცობრივი ცოდვილი ბუნების მოკვეთას, ცოდვასთან ბრძოლას, ღმერთის მორჩილებას და ღმერთთან ერთად ახალი სიცოცხლის დასაწყისს.