https://sputnik-georgia.com/20240113/saqartvelos-sagadasaxdelo-balansis-mimdinare-angarisi-proficituria-axali-statistika-285614299.html
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში პროფიციტურია: ახალი სტატისტიკა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში პროფიციტურია: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2023 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი წლიურად 51,2%-ით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა 2%-მდე შემცირდა. 13.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-13T13:10+0400
2024-01-13T13:10+0400
2024-01-13T13:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264701396_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_aa5554382eec76045d64fefb0714a6bd.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 2023 წლის მესამე კვარტალში 163,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.პირველად ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი 2018 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა.მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.2023 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი წლიურად 51,2%-ით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 4,8%-დან 2%-მდე შემცირდა.მშპ-ს ზრდა, რუსეთთან ვაჭრობა, მიგრაციის პრობლემა - ექსპერტების პროგნოზები საქართველოსთვის >>მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 19,5%-ით გაიზარდა და 1,4 მლრდ აშშ დოლარი (3,7 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 5,2%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 3,5%-ით გაიზარდა.მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2023 წლის მესამე კვარტალში 1,4 მლრდ აშშ დოლარს (3,8 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება.2023 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში უარყოფითია და 468,4 მლნ აშშ დოლარი (-1,2 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 5,4%-ით გაიზარდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 11%-ით შემცირდა.საქართველოში ინვესტიციები მცირდება: „საქსტატის“ უახლესი მონაცემები >>მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 6,1%-ით შემცირდა და 2023 წლის მესამე კვარტალში 889,3 მლნ აშშ დოლარს (2,3 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 6.8 პროცენტით შემცირდა 840,2 მლნ აშშ დოლარამდე (2,2 მლრდ ლარი).წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 227 მლნ აშშ დოლარი (594,9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 2,8 პროცენტია.წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264701396_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_fcc5241762d74a4d66ae69dcb4632372.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში პროფიციტურია: ახალი სტატისტიკა
13:10 13.01.2024 (განახლებულია: 13:11 13.01.2024) 2023 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი წლიურად 51,2%-ით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა 2%-მდე შემცირდა.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 2023 წლის მესამე კვარტალში 163,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
პირველად ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი 2018 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
2023 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი წლიურად 51,2%-ით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 4,8%-დან 2%-მდე შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 19,5%-ით გაიზარდა და 1,4 მლრდ აშშ დოლარი (3,7 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 5,2%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 3,5%-ით გაიზარდა.
მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2023 წლის მესამე კვარტალში 1,4 მლრდ აშშ დოლარს (3,8 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება.
2023 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში უარყოფითია და 468,4 მლნ აშშ დოლარი (-1,2 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 5,4%-ით გაიზარდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 11%-ით შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 6,1%-ით შემცირდა და 2023 წლის მესამე კვარტალში 889,3 მლნ აშშ დოლარს (2,3 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 6.8 პროცენტით შემცირდა 840,2 მლნ აშშ დოლარამდე (2,2 მლრდ ლარი).
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 227 მლნ აშშ დოლარი (594,9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 2,8 პროცენტია.