https://sputnik-georgia.com/20240113/ra-semosavali-miiro-saqartvelom-citrusis-importidan-285614676.html
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ციტრუსის ექსპორტიდან
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ციტრუსის ექსპორტიდან
Sputnik საქართველო
წელს 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. 13.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-13T13:55+0400
2024-01-13T13:55+0400
2024-01-17T13:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს მთავრობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/14/285105838_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_7f4d35e90d8d80b2d6a8726de271d0fc.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ციტრუსის სეზონზე საქართველოდან ქვეყნის გარეთ ამ ეტაპისთვის 33.800 ტონა ციტრუსია ექსპორტირებული, ხოლო მიღებული შემოსავალი 22 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ციტრუსის ექსპორტის საკითხზე საუბარი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იყო, რომელიც მთავრობის ადმინისტრციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შაბათს გაიმართა.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს ციტრუსის მიღება-დახარისხება და ექსპორტირების პროცესი. ამ დროისათვის საწარმოს მიერ გადამუშავებულია 9.900 ტონა არასტანდარტული ციტრუსი. სუბსიდიის თანხამ 2.474 ათასი ლარი შეადგინა.როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, დამატებით კიდევ 3-5 ათასი ტონა ციტრუსუს გადამუშავება იგეგმება.საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება - „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა.25 ოქტომბერს აჭარის რეგიონში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომლის მიზანია ციტრუსოვანი ხილის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა.ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა. საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს.წელს მოსალოდნელია 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავლის აღება. საექსპორტო მანდარინს ციტრუსის გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს. ხოლო არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა ჩაიბარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/14/285105838_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f7ced889f23da0222382399bab5b37cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს მთავრობა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ციტრუსის ექსპორტიდან
13:55 13.01.2024 (განახლებულია: 13:01 17.01.2024) წელს 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ციტრუსის სეზონზე საქართველოდან ქვეყნის გარეთ ამ ეტაპისთვის 33.800 ტონა ციტრუსია ექსპორტირებული, ხოლო მიღებული შემოსავალი 22 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ციტრუსის ექსპორტის საკითხზე საუბარი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იყო, რომელიც მთავრობის ადმინისტრციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შაბათს გაიმართა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს ციტრუსის მიღება-დახარისხება და ექსპორტირების პროცესი. ამ დროისათვის საწარმოს მიერ გადამუშავებულია 9.900 ტონა არასტანდარტული ციტრუსი. სუბსიდიის თანხამ 2.474 ათასი ლარი შეადგინა.
როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, დამატებით კიდევ 3-5 ათასი ტონა ციტრუსუს გადამუშავება იგეგმება.
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება - „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა.
25 ოქტომბერს აჭარის რეგიონში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომლის მიზანია ციტრუსოვანი ხილის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა. საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს.
წელს მოსალოდნელია 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავლის აღება. საექსპორტო მანდარინს ციტრუსის გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს. ხოლო არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა ჩაიბარებს.