რუსთაველის გამზირის რემონტი - გამოცხადდა პირველი ტენდერები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
ტენდერში გამარჯვებულებმა შენობების ფასადებისა და სახურავების შეკეთების პროექტები უნდა შეადგინონ.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. თბილისის განვითარების ფონდმა რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარედ კოსტავას ქუჩის ნაწილზე შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოებზე ცხრა ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერების საერთო ჯამი 3,4 მლნ ლარს შეადგენს. ტენდერში გამარჯვებულებმა შენობების ფასადებისა და სახურავების შეკეთების პროექტები უნდა შეადგინონ.
ამ დროისთვის მერიამ გადაწყვიტა გამოაცხადოს ტენდერი გამზირის ერთ მხარეს მდებარე 14 შენობის რეაბილიტაციის პროექტზე.
გარდა ამისა, მერიამ ტენდერი რუსთაველის მიმდებარედ კოსტავას ქუჩის ნაწილში მდებარე 6 შენობის რეაბილიტაციის პროექტის შედგენაზეც გამოაცხადა.
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს >>
შენობების რეაბილიტაცია მხოლოდ ყველა პროექტის დამტკიცების შემდეგ დაიწყება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გასული წლის 15 ნოემბერს განაცხადა. გამზირის რემონტი 2024 წელს დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება.
სარემონტო სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება დაახლოებით 33 მილიონი ლარი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0