https://sputnik-georgia.com/20240112/erdoranis-gancxadeba-emenze-dasavletis-setevastan-dakavsirebit-285602207.html
ერდოღანი: ბრიტანეთი და აშშ წითელი ზღვის სისხლის ტბად გადაქცევას ცდილობენ
ერდოღანი: ბრიტანეთი და აშშ წითელი ზღვის სისხლის ტბად გადაქცევას ცდილობენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. დასავლეთი, რომელმაც არაპროპორციული ძალა გამოიყენა იემენში, ცდილობს, რომ წითელი ზღვა „სისხლის ტბად" გადააქციოს, განაცხადა... 12.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-12T17:22+0400
2024-01-12T17:22+0400
2024-01-12T17:22+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
იემენი
აშშ
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/05/281969195_0:50:3072:1778_1920x0_80_0_0_8e3aad204a17e1a39769cd4a5a79a3c1.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. დასავლეთი, რომელმაც არაპროპორციული ძალა გამოიყენა იემენში, ცდილობს, რომ წითელი ზღვა „სისხლის ტბად" გადააქციოს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იემენზე აშშ-ისა და ბრიტანეთის თავდასხმების კომენტირებისას.წუხელ ღამით აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაშეტევა განახორციელეს იემენის ოთხი პროვინციის ობიექტებზე მეამბოხე ჰუსიტების გასამხედროებული დაჯგუფება „ანსარ ალას“ წინააღმდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება, რომელიც იემენის ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებს, 2023 წლის ნოემბრიდან რაკეტებითა და დრონებით ესხმის თავს წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს.შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადეს, რომ 12 იავრის ღამის ავიაშეტევა წითელ ზღვაში გემებზე უპრეცედენტო თავდასხმებზე პასუხი იყო. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, იემენის 16 რაიონში, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, 60-ზე მეტი სამიზნეა განადგურებული.
იემენი
აშშ
დიდი ბრიტანეთი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/05/281969195_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_e02287784dd35127c851975b67edbf1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, იემენი, აშშ , დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა, თურქეთი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, იემენი, აშშ , დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა, თურქეთი
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. დასავლეთი, რომელმაც არაპროპორციული ძალა გამოიყენა იემენში, ცდილობს, რომ წითელი ზღვა „სისხლის ტბად" გადააქციოს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იემენზე აშშ-ისა და ბრიტანეთის თავდასხმების კომენტირებისას.
„გამოიყენებული იყო არაპროპორციული ძალა. ისრაელი იგივეს აკეთებს პალესტინაში. ბრიტანეთმა და აშშ-მა ასევე გადადგეს ნაბიჯი ამ პროცესში. ახლა ისინი ცდილობენ, რომ წითელი ზღვა სისხლის ტბად აქციონ. იემენი ამბობს, რომ ჰუსიტებთან მთელი თავის ძალების გაერთიანებით, აუცილებელ პასუხს მისცემს მათ რეგიონში“, — აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
წუხელ ღამით აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაშეტევა განახორციელეს იემენის ოთხი პროვინციის ობიექტებზე მეამბოხე ჰუსიტების გასამხედროებული დაჯგუფება „ანსარ ალას“ წინააღმდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება, რომელიც იემენის ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებს, 2023 წლის ნოემბრიდან რაკეტებითა და დრონებით ესხმის თავს წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადეს, რომ 12 იავრის ღამის ავიაშეტევა წითელ ზღვაში გემებზე უპრეცედენტო თავდასხმებზე პასუხი იყო. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, იემენის 16 რაიონში, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, 60-ზე მეტი სამიზნეა განადგურებული.