მსოფლიოში ნომერ პირველი გამყალბებლები არჩევნების წესიერად ჩატარებას მოითხოვენ – დეპუტატი

© Sputnik / STRINGERპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება OSCE/ODIHR–ს გრძელვადიანი მისიის გამოგზავნის თხოვნით არჩევნებამდე თითქმის ათი თვით ადრე მიმართავს.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. მხოლოდ მსოფლიოში ნომერ პირველი გამყალბებლები ფიქრობენ და ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა წესიერად ჩაიაროს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვაზე კომენტარისას.
მანამდე „ნაცმოძრაობამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს OSCE/ODIHR–ისთვის მიმართვისკენ მოუწოდა, რომ მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლები გამოაგზავნოს. გარდა ამისა, „ნაცმოძრაობამ“ OSCE/ODIHR–ს გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით მიმართა.
„მხოლოდ ისინი ფიქრობენ და ზრუნავენ, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდეს. ამას ვინ გვეუბნება თანაც? - ნომერ პირველი გამყალბებლები მსოფლიოში, ეს ხომ სასწაულია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ცაგარეიშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქვეყნის ხელისუფლება OSCE/ODIHR–ს საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის 10 თვით ადრე მიმართავს გრძელვადიანი მისიის გამოგზავნაზე თხოვნით.
„ეს აწყობს ხელისუფლებას, რათა ყველას დავანახოთ, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს თავისუფალ, დემოკრატიულ და გაწონასწორებულ ვითარებაში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უფრო ადრე განაცხადეს, რომ OSCE/ODIHR–ს მოიწვევენ საქართველოში გრძელვადიანი მისიის დამკვირვებლების თებერვალში გამოსაგზავნად, როგორც ეს მანამდე შეთანხმებულ გეგმაშია.
როდის მოიწვევენ სადამკვირვებლო მისიას საქართველოში - საგარეო უწყების პასუხი>>
OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა გადამწყვეტია არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებისთვის. ამავდროულად, მისია აკვირდება როგორც ხმის მიცემის პროცესს, ასევე საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება. წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა დააკვირდება. მრავალრიცხოვანი მისიების გამოგზავნის შესახებ, OSCE–ს გარდა, უკვე განაცხადეს ევროკავშირმა და აშშ–მა.
ყველა ახალი ამბავი
0