https://sputnik-georgia.com/20240111/rodis-moiwveven-sadamkvirveblo-misias-saqartvelosi-sagareo-uwyebis-pasuxi-285589130.html
როდის მოიწვევენ სადამკვირვებლო მისიას საქართველოში - საგარეო უწყების პასუხი
როდის მოიწვევენ სადამკვირვებლო მისიას საქართველოში - საგარეო უწყების პასუხი
Sputnik საქართველო
წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მა განაცხადეს 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T21:20+0400
2024-01-11T21:20+0400
2024-02-07T20:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარე წლის თებერვალში მოხდება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროOSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა გადამწყვეტია არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებისთვის. ამავდროულად, მისია აკვირდება როგორც ხმის მიცემის პროცესს, ასევე საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.სამინისტროს მონაცემებით, გეგმაში დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად მიმართავს.„სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.საპარლამენტო არჩევნები-2024: ცესკომ პარტიებს რეგისტრაციის წესები შეახსენა >>მისიის მოწვევის საკითხი ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა, რომელიც პარტიების რეიტინგში მეორე ადგილზეა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებს ამ პროცესს.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მა უკვე განაცხადეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
როდის მოიწვევენ სადამკვირვებლო მისიას საქართველოში - საგარეო უწყების პასუხი
21:20 11.01.2024 (განახლებულია: 20:36 07.02.2024) წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მა განაცხადეს
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარე წლის თებერვალში მოხდება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა გადამწყვეტია არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებისთვის. ამავდროულად, მისია აკვირდება როგორც ხმის მიცემის პროცესს, ასევე საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს მონაცემებით, გეგმაში დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები და ვადები, რასაც ხელისუფლება ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად მიმართავს.
„სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზირებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მისიის მოწვევის საკითხი ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა, რომელიც პარტიების რეიტინგში მეორე ადგილზეა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებს ამ პროცესს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მა უკვე განაცხადეს.