https://sputnik-georgia.com/20240111/saqartvelos-xelburtis-nakrebi-evropis-cempionatze-pirvelad-itamasebs-285581381.html
საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად ითამაშებს
საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად ითამაშებს
Sputnik საქართველო
ქართული გუნდი დაუპირისპირდება შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებებს. 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T18:11+0400
2024-01-11T18:11+0400
2024-01-11T18:11+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24560/20/245602039_0:30:1661:964_1920x0_80_0_0_099d50ea5c7ab733bbe200e673d1c884.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელბურთის ნაკრები 11 იანვარს ნიდერლანდების გუნდის წინააღმდეგ თავის სადებიუტო, ისტორიულ მატჩს გამართავს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში (მამაკაცთა შორის). მატჩი გერმანიაში ჩატარდება. შეჯიბრებას ექვსი გერმანული ქალაქი მასპინძლობს: დიუსელდორფი, კელნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი. Е ჯგუფში ქართული გუნდი დაუპირისპირდება შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებებს. თამაშები მაინჰაიმში SAP Arena-ზე გაიმართება. მატჩების განრიგი: კონტინენტის ჩემპიონატში სამი დებიუტანტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ფარერის კუნძულები, საბერძნეთი და საქართველო. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია ტიტე კალანდაძე. სულ ტურნირზე წინასწარ ეტაპზე ბრძოლას ექვს ჯგუფად დაყოფილი 24 გუნდი დაიწყებს. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი ძირითად რაუნდში გადავა, სადაც უკვე ერთმანეთსა დაუპირისპირდება ექვს-ექვს გუნდიანი ორი ჯგუფი. А, В, С ჯგუფების გუნდები ერთ ექვსეულში მოხვდება, ხოლო D, E, F ჯგუფების - მეორეში. ჩემპიონატის ფავორიტებად მიჩნეული არიან დანიის, შვედეთისა და ესპანეთის გუნდები.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24560/20/245602039_49:0:1613:1173_1920x0_80_0_0_eb4d6c33bf0fa4f6d096bffc2b952685.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, გერმანია
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, გერმანია
საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად ითამაშებს
ქართული გუნდი დაუპირისპირდება შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებებს.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელბურთის ნაკრები 11 იანვარს ნიდერლანდების გუნდის წინააღმდეგ თავის სადებიუტო, ისტორიულ მატჩს გამართავს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში (მამაკაცთა შორის). მატჩი გერმანიაში ჩატარდება.
შეჯიბრებას ექვსი გერმანული ქალაქი მასპინძლობს: დიუსელდორფი, კელნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი. Е ჯგუფში ქართული გუნდი დაუპირისპირდება შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებებს. თამაშები მაინჰაიმში SAP Arena-ზე გაიმართება.
11 იანვარი, 21 სთ, ნიდერლანდები - საქართველო
13 იანვარი, 23:30 სთ, საქართველო - შვედეთი
15 იანვარი, 21:00 სთ, ბოსნია და ჰერცოგოვინა - საქართველო.
კონტინენტის ჩემპიონატში სამი დებიუტანტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ფარერის კუნძულები, საბერძნეთი და საქართველო.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია ტიტე კალანდაძე.
სულ ტურნირზე წინასწარ ეტაპზე ბრძოლას ექვს ჯგუფად დაყოფილი 24 გუნდი დაიწყებს. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი ძირითად რაუნდში გადავა, სადაც უკვე ერთმანეთსა დაუპირისპირდება ექვს-ექვს გუნდიანი ორი ჯგუფი.
А, В, С ჯგუფების გუნდები ერთ ექვსეულში მოხვდება, ხოლო D, E, F ჯგუფების - მეორეში. ჩემპიონატის ფავორიტებად მიჩნეული არიან დანიის, შვედეთისა და ესპანეთის გუნდები.