„სამი ძმა": დადასტურდა ორი დასახელების ბუშტის მავნებლობა

© Sputnik / Seyran Baroyanსაჰაერო ბურთები
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, აღნიშნული დასახელების ბუშტები 60 დღის ვადაში მათ ნებისმიერ ფილიალში დააბრუნონ.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. სადღესასწაულო აქსესუარებისა და საკონდიტრო მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი, კომპანია „სამი ძმა" მომხმარებელს მავნე პროდუქტის შესახებ აფრთხილებს.
კომპანია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა, რადგან ლაბორატორიული კვლევებით პროდუქციის მავნებლობა დადასტურდა.
კომპანიის განმარტებით, საუბარია ბუშტზე - სერია/მარკა AUF-20 და ბუშტზე - XIONG FENG. აღნიშნულ პროდუქტებში ნიტროზამინები აღემატება დასაშვებ ნორმას.
ევროპულმა ორგანიზაციამ ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები დაასახელა: იხილეთ ჩამონათვალი>>
„ნიტროზამინები წარმოადგენს კანცეროგენურ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას, მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სამი ძმა" მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დასახელების ბუშტები შეიძინეს, 60 დღის ვადაში მათ ნებისმიერ ფილიალში დააბრუნონ.
სათამაშოები შეიძლება საშიში იყოს – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა>>
როგორც კომპანია განმარტავს, „სამ ძმას" ბუშტები შემოაქვს ჩინეთის ერთ-ერთი ქარხნიდან, სადაც ყველა სერიის წარმოება გადის შესაბამის ლაბორატორიულ შემოწმებას და თითოეული ბუშტის შეფუთვაზეც დატანილია ლაბორატორიული შემოწმების ნიშანი.
რეზინის სათამაშოების საფრთხე: მეცნიერთა შემაძრწუნებელი დასკვნა>>
კომპანიის ინფორმაციით, რადგან ხარისხის კონტროლი საქართველოში ვერ ხერხდება, 7 სახეობის ბუშტის ნიმუში გაიგზავნა თურქეთში შესამოწმებლად. აქედან ხუთმა წარმატებით გაიარა კონტროლი, ხოლო ორმა სახეობამ ვერ დააკმაყოფილა შესაბამისი სტანდარტი.
ყველა ახალი ამბავი
0