https://sputnik-georgia.com/20240111/inasvili-sapatriarqos-mowodebas-unda-davemorcilot-285583849.html
ინაშვილი: საპატრიარქოს მოწოდებას უნდა დავემორჩილოთ
ინაშვილი: საპატრიარქოს მოწოდებას უნდა დავემორჩილოთ
Sputnik საქართველო
რამდენიმე დღის წინ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T18:52+0400
2024-01-11T18:52+0400
2024-01-11T18:52+0400
პოლიტიკა საქართველოში
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260668198_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_fac697340ed783db78106c7472444fc7.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საპატრიარქოს მოწოდებას უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა ვინმეს უნდა ვაპატიოთ. ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. დღეს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართა, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა. წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა. საპატრიარქო: მივმართავთ შემომწირველთ, შეიტანონ ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ>>სამშაბათს, 9 იანვარს წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. ამასთან საღებავით მხოლოდ ხატის ცენტრალური ადგილი დაზიანდა, სტალინის გამოსახულება კი მარცხენა მხარესაა. ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში სასჯელი არ არსებობს. როგორც საპატრიარქომ განმარტა, რადგან სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260668198_135:0:2864:2047_1920x0_80_0_0_e93ebcc7128b90c5850d47cda8fc1999.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში, რელიგია, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ინაშვილი: საპატრიარქოს მოწოდებას უნდა დავემორჩილოთ
რამდენიმე დღის წინ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საპატრიარქოს მოწოდებას უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა ვინმეს უნდა ვაპატიოთ. ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
დღეს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართა, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
„ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი, ეკლესია თუ გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს. ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" – დაწერა ირმა ინაშვილმა.
საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
სამშაბათს, 9 იანვარს წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. ამასთან საღებავით მხოლოდ ხატის ცენტრალური ადგილი დაზიანდა, სტალინის გამოსახულება კი მარცხენა მხარესაა. ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში სასჯელი არ არსებობს.
როგორც საპატრიარქომ განმარტა, რადგან სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა.