https://sputnik-georgia.com/20240111/evrokavsiri-ertoblivi-tavdacvis-fonds-qmnis-285568841.html
ტრამპის ხელახალი პრეზიდენტობის შიშით: ეროკავშირი თავდაცვის ერთობლივ ფონდს ქმნის
ტრამპის ხელახალი პრეზიდენტობის შიშით: ეროკავშირი თავდაცვის ერთობლივ ფონდს ქმნის
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ევროკავშირი ემზადება, შექმნას თავდაცვის ერთობლივი ფონდი 100 მილიარდი ევროს ოდენობით, ვინაიდან, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში... 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T13:40+0400
2024-01-11T13:40+0400
2024-01-11T13:40+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი
პოლიტიკა
ნატო
დონალდ ტრამპი
ურსულა ფონ დერ ლაიენი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24068/46/240684625_0:94:1800:1107_1920x0_80_0_0_5261dd5a615af703a62745760f7e0c92.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ევროკავშირი ემზადება, შექმნას თავდაცვის ერთობლივი ფონდი 100 მილიარდი ევროს ოდენობით, ვინაიდან, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე დარჩენისა ეშინია, განაცხადა შიდა ბაზრის კომისარმა ტიერი ბრეტონმა.როგორც The European Conservative წერს, დეტალები ევროპის თავდაცვის საინვესტიციო პროგრამაშია (EDIP) შესული, რომელიც 27 თებერვალს იქნება წარმოდგენილი. პროგრამა მიზნად ისახავს იარაღის ერთობლივი შესყიდვების გაზრდასა და შიდა წარმოების გაძლიერებას, რათა ევროპა მოემზადოს და შეაჩეროს ნებისმიერი შესაძლო კონფლიქტი, პირველ რიგში, რუსეთთან.თავდაცვის საერთო ფონდის შექმნის მიზეზებზე საუბრისას მან დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის დავოსში 2020 წელს გამართული დიალოგი გაიხსენა. მისი თქმით, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ტრამპმა ფონ დერ ლაიენს უთხრა: როგორც გამოცემა წერს, ბრეტონმა აშკარად მიანიშნა, რომ, თუ ევროპელები 100 მილიონ ევროს მაინც არ გადაიხდიან ბრიუსელის მიერ კონტროლირებად იარაღში, „ევროპას რუსეთი დაიპყრობს“.გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ბიუჯეტის გაზრდის საკითხს თებერვალში განიხილავს სამიტზე, რა დროსაც თავდაცვის საერთო ინსტრუმენტებში ერთობლივი ინვესტიციებისა და ბლოკის უსაფრთხოების გარდა, ყურადღება უკრაინის საჭიროებებსაც დაეთმობა.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24068/46/240684625_101:0:1701:1200_1920x0_80_0_0_a4393f631449f7077a29065fbb79d943.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ევროკავშირი , პოლიტიკა, ნატო , დონალდ ტრამპი, ურსულა ფონ დერ ლაიენი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ევროკავშირი , პოლიტიკა, ნატო , დონალდ ტრამპი, ურსულა ფონ დერ ლაიენი
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ევროკავშირი ემზადება, შექმნას თავდაცვის ერთობლივი ფონდი 100 მილიარდი ევროს ოდენობით, ვინაიდან, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე დარჩენისა ეშინია, განაცხადა შიდა ბაზრის კომისარმა ტიერი ბრეტონმა.
როგორც
The European Conservative წერს, დეტალები ევროპის თავდაცვის საინვესტიციო პროგრამაშია (EDIP) შესული, რომელიც 27 თებერვალს იქნება წარმოდგენილი. პროგრამა მიზნად ისახავს იარაღის ერთობლივი შესყიდვების გაზრდასა და შიდა წარმოების გაძლიერებას, რათა ევროპა მოემზადოს და შეაჩეროს ნებისმიერი შესაძლო კონფლიქტი, პირველ რიგში, რუსეთთან.
„მიმაჩნია, რომ თავდაცვის უზარმაზარი ფონდი გვჭირდება, რომელიც დაჩქარებაში დაგვეხმარება — შესაძლოა 100 მილიარდი ევროს ოდენობითაც კი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, — აღნიშნა ბრეტონმა.
თავდაცვის საერთო ფონდის შექმნის მიზეზებზე საუბრისას მან დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის დავოსში 2020 წელს გამართული დიალოგი გაიხსენა. მისი თქმით, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ტრამპმა ფონ დერ ლაიენს უთხრა:
„თუ ევროპას თავს დაესხმებიან, ჩვენ არ მოვალთ თქვენ დასახმარებლად და მხარდასაჭერად. და, სხვათა შორის, ნატო მკვდარია და ჩვენ მის დატოვებას ვაპირებთ“.
როგორც გამოცემა წერს, ბრეტონმა აშკარად მიანიშნა, რომ, თუ ევროპელები 100 მილიონ ევროს მაინც არ გადაიხდიან ბრიუსელის მიერ კონტროლირებად იარაღში, „ევროპას რუსეთი დაიპყრობს“.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ბიუჯეტის გაზრდის საკითხს თებერვალში განიხილავს სამიტზე, რა დროსაც თავდაცვის საერთო ინსტრუმენტებში ერთობლივი ინვესტიციებისა და ბლოკის უსაფრთხოების გარდა, ყურადღება უკრაინის საჭიროებებსაც დაეთმობა.