დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 იანვარი

© photo: Sputnik / Alexey Danichevცა
ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 11 იანვარია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
უპრიანია ტაიმ-აუტის აღება - დღეს ბევრი ამოცანის გადაჭრა შეუძლებელი იქნება, ამიტომ რთული ამოცანები ხვალისთვის გადავდოთ და მხოლოდ მსუბუქ საკითხებზე ვიმუშაოთ. ამჟამად ვითარების მხოლოდ უარყოფით მხარეებს ვხედავთ, მაგრამ ჯობია, პოზიტიურად განვეწყოთ და შევცვალოთ ჩვენი ხედვის კუთხე - დადებითი იმაზე მეტი ხდება, ვიდრე წარმოგვიდგენია.
წარსული წარსულს უნდა ჩავაბაროთ - გადავყაროთ ნივთები, რომლებიც უსიამოვნო რაღაცებს გვაგონებს. ამის შემდეგ უფრო მსუბუქად ვიგრძნობთ თავს.
ვერძი: მთელი დღე ვიღაც თქვენთვის ხელის შეშლას შეეცდება. ეცადეთ, ამაზე მწვავე რეაგირება არ გქონდეთ - საბოლოოდ მაინც გამარჯვებული გამოხვალთ. ახალი საქმის დაწყება არ ღირს, ჯობია, უკვე ნაცნობ საქმეებს მიხედოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ძალიან არ დაიძაბოთ სამუშაოზე და არ გადაიღალოთ.
ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
დადებითი და უარყოფითი დღეები 2024 წლის იანვარში
კურო: მომავლისთვის უნდა იბრძოლოთ, არ გაჩერდეთ და წინ ჯიქურ იარეთ. წარსული ცხოვრება შეაჯამეთ და 2024 ახალი ფურცლიდან დაიწყეთ. ასტროლოგები სამუშაოზე აქტიურობას გირჩევენ - მოკიდეთ ხელი რთულ ამოცანებს. ყველაფერი გამოგივათ და ამას ხელმძღვანელობა აუცილებლად შეამჩნევს.
ტყუპი: იყავით უფრო აქტიური, კატეგორიული, მაგრამ ამოცანები ფრთხილად გადაწყვიტეთ - პრობლემები, შესაძლოა, პირველივე წუთებში გაჩნდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გაუმკლავდებით, მაგრამ ბევრი დრო დაგეხარჯებათ. ასტროლოგები გირჩევენ, საქმე ნულიდან არ დაიწყოთ - ჯობია, გააკეთოთ ის, რაც კარგად გეხერხებათ. ასე უსიამოვნებებს აიცილებთ თავიდან.
კირჩხიბი: მნიშვნელოვანი დღეა კარიერის თვალსაზრისით - ცვლილებები კარს მოგადგათ და სულ მალე, დიდი ალბათობით, დაწინაურდებით. მაგრამ ამ მომენტს ნუ დაელოდებით, ახლავე გააქტიურდით და გამოიჩინეთ ინიციატივა. ახლობლებს გადაწყვეტილებების მიღებისკენ ნუ უბიძგებთ - ისინი თავად უნდა მივიდნენ ამ აზრამდე. მოერიდეთ ოჯახში სკანდალს.
Вид на черные дыры в галактике Circinus  - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2024
წარმატებების 7 საიდუმლო ვედური ასტროლოგიის მიხედვით
ლომი: პირველ ადგილზე დღეს სამუშაო უნდა იდგეს - აიღეთ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა და ეს აუცილებლად აისახება თქვენს კარიერაზე. არაა გამორიცხული, ჯანმრთელობამ გიღალატოთ, ამიტომ ყურადღებით იყავით და პირველივე რამე სახის სიმპტომისას მიხედეთ თავს. დაეხმარეთ ადამიანებს, რომლებსაც დამოუკიდებლად მოქმედება უჭირთ - სიკეთე უკან დაგიბრუნდებათ.
ქალწული: აუცილებლად შეამჩნიეთ დღის პოზიტიური მომენტები, რომლებიც ნეგატიურზე უხვად იქნება. ეს აგიმაღლებთ განწყობას და წინსვლის ბიძგს მოგცემთ. ცვლილებები მალე იქნება და შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც უკვე შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ. არ შეუშინდეთ „გიჟურ" სიტუაციებს - ისინი „აზრზე მოგიყვანთ".
სასწორი: ნამდვილად არ ღირს ძალიან რთულ საქმეებთან შეჭიდება. ჯობია, რამე მსუბუქი საქმეები გააკეთოთ - ასე შრომისუნარიანობას საღამომდე შეინარჩუნებთ, რომელიც არცთუ მარტივი გელოდებათ - მოხდება ისეთი რამ, რაც დაგძაბავთ. ასტროლოგები გირჩევენ, წარსულ უსიამოვნებებზე ფიქრი შეწყვიტოთ, ან საერთოდ უარი თქვათ ურთიერთობებზე, რომელსაც მხოლოდ უარყოფითი ემოციები მოაქვს თქვენთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
მორიელი: არაფერი გაქვთ სანერვიულო - ყველაფერი გეგმის მიხედვით და წინ მიდის. ზოგიერთი საქმე შეგიძლიათ არც გააკონტროლოთ - ისედაც თქვენი ჩარევის გარეშე გადაწყდება. ცვლილებებმა არ შეგაშინოთ - ისინი ხელგაშლილმა უნდა მიიღოთ, რადგან მათ უკან ახალი შესაძლებლობები იმალება, ასე რომ, ყურადღებით იყავით და შანსებზე მინიშნებები არ გამოგრჩეთ მხედველობიდან.
მშვილდოსანი: დაეშვით ღრუბლებიდან მიწაზე და პრობლემებს თვალებში ჩახედეთ, რომლებიც არცთუ მსუბუქი იქნება. რთული საქმეები თავსატეხს გაგიჩენთ. ასე რომ, დილიდან უნდა იაქტიუროთ და დრო ფუჭად არ დაკარგოთ. ასტროლოგები გირჩევენ, გადაყაროთ უსარგებლო ნივთები, რომლებიც რაღაც უსიამოვნო მოგონებებს აღძრავს თქვენში და უარი თქვათ ურთიერთობებზე, რომლებიც გამძიმებთ.
თხის რქა: დღეს თქვენ ხასიათში პესიმისტური ნოტები შეიპარება, მაგრამ პესიმიზმისგან განკურნება ახლობელი ადამიანების მეშვეობით შეგიძლიათ, ისინი სწორ ტალღაზე აწყობაში დაგეხმარებიან. რთულ საქმეებს ხელს ნუ მოკიდებთ - ახლა როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ. გააკეთეთ კარგად ნაცნობი საქმეები. ხშირად შეაქეთ თქვენი თავი, თუნდაც სულ მცირე წინგადადგმული ნაბიჯისთვის.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მერწყული: არ ღირს არც ფიზიკური და არც მენტალური დაძაბვა, ჯანმრთელობამ შეიძლება გიმტყუნოთ. აჯობებს მსუბუქ და კარგად ნაცნობ საქმეებს მიხედოთ. ურთიერთობები წაგადგებათ და გონებისთვის კარგ საკვებს მიიღებთ. ასტროლოგები გირჩევენ, ახლობლებში ეჭვი არ შეგეპაროთ - მათ იმედები გაგიცრუვეს, გახსოვდეთ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავიანთი "ოფოფებით" თავში.
თევზები: დღეს თქვენს ყურადღებას მოვლენების მხოლოდ უარყოფითი მხარეები მიიპყრობს. შეცვალეთ ხედვის კუთხე და პოზიტიურსაც შეხედეთ - ისინი უარყოფითზე აშკარად მეტია. მადლობა უთხარით ყველას, ვინც გვერდით გიდგათ, ვისი მხარდაჭერაც გჭირდებათ. ასტროლოგები გირჩევენ, თუ ამის დიდი აუცილებლობა არ იქნება, უცნობებს არ დაეკონტაქტოთ - არაა გამორიცხული, თაღლითს გადაეყაროთ.
ყველა ახალი ამბავი
0