https://sputnik-georgia.com/20231227/dadebiti-da-uaryofiti-dreebi-2024-wlis-ianvarsi-285280522.html
დადებითი და უარყოფითი დღეები 2024 წლის იანვარში
დადებითი და უარყოფითი დღეები 2024 წლის იანვარში
Sputnik საქართველო
ახალი წლის პირველ თვეში დადებითი დღეები ჭარბობს უარყოფითს. ასტროლოგები გვიამბობენ, რომელია ყველაზე ხელსაყრელი და უარყოფითი დღეები იანვარში. 27.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-27T18:40+0400
2023-12-27T18:40+0400
2023-12-27T18:40+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/12/248801217_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_066c26535ec35c30f75366d30533f5b1.jpg
თითოეული დღის დადებითი თუ უარყოფითი ასპექტები, გარდა ვარსკვლავებისა და პლანეტების გავლენისა, თვითონ ადამიანების განწყობასა და საქციელზეც არის დამოკიდებული. ამიტომ ეცადეთ, ყოველი დღე პოზიტიურ საქმეებს, ფიქრებსა და განწყობას დაუთმოთ.დადებითი დღეები იანვარში2 იანვარი – მერკურის რეტრომოძრაობის დასრულების დღე2024 წლის მეორე დღეს მერკური – ურთიერთობების, ინტელექტის, მოგზაურობისა და ფინანსების პლანეტა რეტროსვლას შეწყვეტს. ყველა ჩამოთვლილ სფეროში დასრულდება პრობლემების პერიოდი და განვითარების დრო დადგება. ამას, რა თქმა უნდა, ძალისხმევაც სჭირდება – პრობლემების გადაჭრა, რეტროგრადულ ფაზაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება ამ დღეს და მომდევნო დღეებშიც სრულიად რეალურია.4 იანვარი – მარსის გადასვლა თხის რქის ნიშანში4 იანვარს მარსი – მეომართა წითელი პლანეტა – მაქსიმალურად ძლიერი გახდება. ეს ძალზე სასიამოვნო სიახლეა, რადგან ის გაგვიძლიერებს სიცოცხლის, მუშაობისა და წინსვლის სურვილს, რაც წლის დასაწყისში ესოდენ მნიშვნელოვანია. 4 იანვარი ძალზე კარგი განწყობის დღეა. მარსი მანამდეც ძლიერი იყო, მაგრამ 4 იანვრიდან 13 თებერვლის ჩათვლით საუკეთესო მდგომარეობაში იქნება. სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ამ პლანეტის მოცემული პოტენციალი.14 იანვარი – მერკურის გადასვლა თხის რქის ნიშანშიმერკური თხის რქის ნიშანში თებერვლის დასაწყისამდე დაჰყოფს, მაგრამ თვითონ ეს დღე – 14 იანვარი ძალზე დადებითი იქნება. მერკური თხის რქის ნიშანში თავს ძალიან კარგად გრძნობს. ამ დღეს რაღაც განსაკუთრებულად კაშკაშა ვუწოდოთ – არასწორი იქნება, უბრალოდ, ბევრ ჩვენგანში გაიღვიძებს მუშაობის, სულიერად და ინტელექტუალურად განვითარების სურვილი.23 იანვარი – ვენერას გადასვლა თხის რქის ნიშანშივენერა თხის რქის ნიშანში ბევრად უკეთესად გრძნობს თავს, ვიდრე მშვილდოსნის ნიშანში. ეს ნიშნავს, რომ 23 იანვრიდან სიყვარულისა და ფიზიკური ძალის პლანეტა ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე ძალიან დადებით გავლენას მოახდენს. ჩვენი სხეული უფრო გაძლიერდება და უფრო მეტ დატვირთვას გაუძლებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ენერგია ამოუწურავი იქნება – ყურადღებით იყავით და არ დაკარგოთ კავშირი რეალობასთან.27 იანვარი – ურანის რეგტროგრადული სვლის დასრულებაამ დღეს მერკურისა და მარსის საშიში შერწყმა იქნება, მაგრამ ურანის – ამბოხის, რევოლუციების, სწრაფი ცვლილებების პლანეტის რეტროსვლის დამთავრება ამ ასპექტის არა მხოლოდ კომპენსირებას შეძლებს, არამედ დადებით გავლენასაც მოახდენს. ეს დღე დატვირთული იქნება შემთხვევითი მოვლენებით, აქედან ზოგიერთი მოვლენა ფარულად განვითარდება, ამიტომ თუ ვერაფერ კარგს უცბად ვერ დაინახავთ, ბედს არ დაემდუროთ.ორი ყველაზე საშიში დღე იანვარში20 იანვარი – მზისა და პლუტონის შერწყმაამ დღეს ორი ერთმანეთისგან ყველაზე დაშორებული ობიექტი ერთმანეთს დაუპირისპირდება ჩვენს ცნობიერებასა და ბედზე გავლენის მოსახდენად. მზე აბსოლუტური გამარჯვებული გახდება, ამიტომ მოსალოდნელია მომატებული ემოციურობა. ადამიანები უკიდურესად „ფეთქებადი“, უხეში გახდებიან, არ წავლენ დათმობებზე, მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა.პრობლემა ისაა, რომ პლუტონი ძალიან შორს მყოფი, მაგრამ ძალზე ცბიერი პლანეტაა. ის ჩვენს გონებაზე ფარულად მოქმედებს და თან – უეცრად. ასეთ დღეებში, როგორიც 20 იანვარია, ადამიანებმა შეიძლება გააკეთონ ის, რაც მათ საერთოდ არ სჩვევიათ. მაგალითად, ახლო მეგობარი, შესაძლოა, არ დაგეხმაროთ რთულ მომენტში. ამაზე გაბრაზება და განაწყენება ნამდვილად არ ღირს. წყენა შეიძლება სიყვარულის, მეგობრობის, კარგი ურთიერთობების დაკარგვად დაგიჯდეთ.25 იანვარი – სავსე მთვარე ლომის ნიშანშისავსემთავრეობა ლომის ნიშანში საშიში დღეა, მაგრამ არც იმდენად, რომ განგაშის ზარები შემოვკრათ – ამ დღეს, უბრალოდ, საჭიროა, ცოტა მოვდუნდეთ, არ დავიძაბოთ, შეძლებისდაგვარად განვმარტოვდეთ, არ ავუშალოთ ნერვები ოჯახის წევრებს, კოლეგებს, ახლობლებს. დაე, ყველაფერი თავისი ჯერით წავიდეს. გადადეთ რისკიანი საქმეები, საყიდლები, ავანტიურები.
https://sputnik-georgia.com/20190104/planetebis-zemoqmedeba-adamianebis-cxovrebaze-243745983.html
https://sputnik-georgia.com/20230226/mfarveli-planeta-zodiaqos-nisnit-275243113.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/12/248801217_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2402230ea2e964fa27a53102793c249b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დადებითი და უარყოფითი დღეები 2024 წლის იანვარში
ახალი წლის პირველ თვეში დადებითი დღეები ჭარბობს უარყოფითს. ასტროლოგები გვიამბობენ, რომელია ყველაზე ხელსაყრელი და უარყოფითი დღეები იანვარში.
თითოეული დღის დადებითი თუ უარყოფითი ასპექტები, გარდა ვარსკვლავებისა და პლანეტების გავლენისა, თვითონ ადამიანების განწყობასა და საქციელზეც არის დამოკიდებული. ამიტომ ეცადეთ, ყოველი დღე პოზიტიურ საქმეებს, ფიქრებსა და განწყობას დაუთმოთ.
2 იანვარი – მერკურის რეტრომოძრაობის დასრულების დღე
2024 წლის მეორე დღეს მერკური – ურთიერთობების, ინტელექტის, მოგზაურობისა და ფინანსების პლანეტა რეტროსვლას შეწყვეტს. ყველა ჩამოთვლილ სფეროში დასრულდება პრობლემების პერიოდი და განვითარების დრო დადგება. ამას, რა თქმა უნდა, ძალისხმევაც სჭირდება – პრობლემების გადაჭრა, რეტროგრადულ ფაზაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება ამ დღეს და მომდევნო დღეებშიც სრულიად რეალურია.
4 იანვარი – მარსის გადასვლა თხის რქის ნიშანში
4 იანვარს მარსი – მეომართა წითელი პლანეტა – მაქსიმალურად ძლიერი გახდება. ეს ძალზე სასიამოვნო სიახლეა, რადგან ის გაგვიძლიერებს სიცოცხლის, მუშაობისა და წინსვლის სურვილს, რაც წლის დასაწყისში ესოდენ მნიშვნელოვანია. 4 იანვარი ძალზე კარგი განწყობის დღეა. მარსი მანამდეც ძლიერი იყო, მაგრამ 4 იანვრიდან 13 თებერვლის ჩათვლით საუკეთესო მდგომარეობაში იქნება. სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ამ პლანეტის მოცემული პოტენციალი.
14 იანვარი – მერკურის გადასვლა თხის რქის ნიშანში
მერკური თხის რქის ნიშანში თებერვლის დასაწყისამდე დაჰყოფს, მაგრამ თვითონ ეს დღე – 14 იანვარი ძალზე დადებითი იქნება. მერკური თხის რქის ნიშანში თავს ძალიან კარგად გრძნობს. ამ დღეს რაღაც განსაკუთრებულად კაშკაშა ვუწოდოთ – არასწორი იქნება, უბრალოდ, ბევრ ჩვენგანში გაიღვიძებს მუშაობის, სულიერად და ინტელექტუალურად განვითარების სურვილი.
23 იანვარი – ვენერას გადასვლა თხის რქის ნიშანში
ვენერა თხის რქის ნიშანში ბევრად უკეთესად გრძნობს თავს, ვიდრე მშვილდოსნის ნიშანში. ეს ნიშნავს, რომ 23 იანვრიდან სიყვარულისა და ფიზიკური ძალის პლანეტა ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე ძალიან დადებით გავლენას მოახდენს. ჩვენი სხეული უფრო გაძლიერდება და უფრო მეტ დატვირთვას გაუძლებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ენერგია ამოუწურავი იქნება – ყურადღებით იყავით და არ დაკარგოთ კავშირი რეალობასთან.
27 იანვარი – ურანის რეგტროგრადული სვლის დასრულება
ამ დღეს მერკურისა და მარსის საშიში შერწყმა იქნება, მაგრამ ურანის – ამბოხის, რევოლუციების, სწრაფი ცვლილებების პლანეტის რეტროსვლის დამთავრება ამ ასპექტის არა მხოლოდ კომპენსირებას შეძლებს, არამედ დადებით გავლენასაც მოახდენს. ეს დღე დატვირთული იქნება შემთხვევითი მოვლენებით, აქედან ზოგიერთი მოვლენა ფარულად განვითარდება, ამიტომ თუ ვერაფერ კარგს უცბად ვერ დაინახავთ, ბედს არ დაემდუროთ.
ორი ყველაზე საშიში დღე იანვარში
20 იანვარი – მზისა და პლუტონის შერწყმა
ამ დღეს ორი ერთმანეთისგან ყველაზე დაშორებული ობიექტი ერთმანეთს დაუპირისპირდება ჩვენს ცნობიერებასა და ბედზე გავლენის მოსახდენად. მზე აბსოლუტური გამარჯვებული გახდება, ამიტომ მოსალოდნელია მომატებული ემოციურობა. ადამიანები უკიდურესად „ფეთქებადი“, უხეში გახდებიან, არ წავლენ დათმობებზე, მაგრამ ეს არაა მთავარი პრობლემა.
პრობლემა ისაა, რომ პლუტონი ძალიან შორს მყოფი, მაგრამ ძალზე ცბიერი პლანეტაა. ის ჩვენს გონებაზე ფარულად მოქმედებს და თან – უეცრად. ასეთ დღეებში, როგორიც 20 იანვარია, ადამიანებმა შეიძლება გააკეთონ ის, რაც მათ საერთოდ არ სჩვევიათ. მაგალითად, ახლო მეგობარი, შესაძლოა, არ დაგეხმაროთ რთულ მომენტში. ამაზე გაბრაზება და განაწყენება ნამდვილად არ ღირს. წყენა შეიძლება სიყვარულის, მეგობრობის, კარგი ურთიერთობების დაკარგვად დაგიჯდეთ.
25 იანვარი – სავსე მთვარე ლომის ნიშანში
სავსემთავრეობა ლომის ნიშანში საშიში დღეა, მაგრამ არც იმდენად, რომ განგაშის ზარები შემოვკრათ – ამ დღეს, უბრალოდ, საჭიროა, ცოტა მოვდუნდეთ, არ დავიძაბოთ, შეძლებისდაგვარად განვმარტოვდეთ, არ ავუშალოთ ნერვები ოჯახის წევრებს, კოლეგებს, ახლობლებს. დაე, ყველაფერი თავისი ჯერით წავიდეს. გადადეთ რისკიანი საქმეები, საყიდლები, ავანტიურები.