https://sputnik-georgia.com/20240111/davit-armaseneblisa-da-petre-didis-saocari-damtxvevebi-285579817.html
დავით აღმაშენებელი VS პეტრე დიდი: საოცარი დამთხვევები ორი მეფის ცხოვრებაში
დავით აღმაშენებელი VS პეტრე დიდი: საოცარი დამთხვევები ორი მეფის ცხოვრებაში
Sputnik საქართველო
შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია: ისტორიას უყვარს გამეორება. მემატიანეთა ანალების კითხვისას ხშირად ისეთ გასაოცარ დამთხვევებს აქვს ადგილი — როგორც... 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T16:50+0400
2024-01-11T16:50+0400
2024-01-11T16:59+0400
ეს საინტერესოა
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
დავით აღმაშენებელი
საქართველოს ისტორიიდან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282015740_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_f5098334067c59ffe924abd99e330ae6.jpg
შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია: ისტორიას უყვარს გამეორება. მემატიანეთა ანალების კითხვისას ხშირად ისეთ გასაოცარ დამთხვევებს აქვს ადგილი — როგორც მოვლენების, ისე პიროვნებების კუთხით, რომ დეჟა-ვიუს შეგრძნებაც კიჩნდება.მაგალითად დავით აღმაშენებლისა და პეტრე პირველის ბიოგრაფიული მონაცემები გამოდგება.დავით IV აღმაშენებელიქართველთა დიდი მეფე დავით აღმაშენებელი 1073 წელს დაიბადა, თუმცა ზოგი წყარო მისი დაბადების თარიღად 1072 წელს ასახელებს.უკვე 1089 წელს დავითმა და მისმა მომხრეებმა აიძულეს და დაარწმუნეს მეფე გიორგი მეორე, რომ გადამდგარიყო და სამეფო ტახტი ვაჟისთვის დაეთმო. მაშინ დავითი 16 წლისა იყო (ან 17-ისა, თუ დაბადების თარიღად 1072-წელს ჩავთვლით სარწმუნოდ).მეფობის პერიოდში დავითმა კავშირი დაამყარა ევროპელ ჯვაროსნებთან, გაატარა სამხედრო, ეკონომიკური, განათლებისა და ადმინისტრაციული რეფორმები.1099 წელს ქართველთა დიდმა მეფემ ხარკის მიცემა შეუწყვიტა თურქ-სელჯუკებს და პერმანენტული ომი დაიწყო საქართველოდან მათ გასადევნად, რაც 22 წლის შემდეგ, 1121 წელს, დიდგორის ველზე გამართულ ბრძოლაში ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა.დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა — 52 წლისა, და საქართველოს სახით მაშინდელ წინა აზიაში უძლიერესი კავკასიური იმპერია დატოვა.პეტრე I დიდირუსეთის მეფე და იმპერატორი პეტრე პირველი 1672 წელს დაიბადა. 9 წლისა მეფე გახდა, თუმცა მთელი ძალაუფლება უფროსი დის, სოფიას ხელთ იყო.1689 წელს პეტრე პირველმა მონასტერში გამოამწყვდია საკუთარი და და სამეფო ტახტზე ავიდა. მაშინ ის 17 წლისა იყო.ამის შემდეგ პეტრე I ევროპაში გაემგზავრა და იქაურ მონარქებთან დაამყარა კავშირი, მიიღო სერიოზული გამოცდილება, რაც ძალიან წაადგა მას სამხედრო, ეკონომიკური, განათლებისა და ადმინისტრაციული რეფორმების გატარებაში.1700 წელს რუსეთი შვედეთს დაუპირისპირდა და ეს 21-წლიანი ომი 1721 წელს ფინეთის ქალაქ ნიშტადტში დადებული საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. შვედებმა აღიარეს დამარცხება და რუსეთს დაუთმეს კარელია, ესტონეთი და ლატვია.პეტრე პირველი 1725 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა — 53 წლისა, და შთამომავლობას იმ დროის მსოფლიოში უდიდესი და უძლიერესი იმპერია დაუტოვა.სხვა ფაქტებისაინტერესოა ისიც, რომ:ამ ორი უდიდესი პიროვნების ცხოვრებისეული დამთხვევების თაობაზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება. თუმცა, ყველაზე დიდი „დამთხვევა“, შესაძლოა, მაინც ის იყოს, რომ, როგორც ზოგი ისტორიკოსი ვარაუდობს, პეტრე პირველი, ისევე, როგორც დავით აღმაშენებელი, ბაგრატიონთა გვარისა გახლდათ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/07/282015740_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_7703dfefe2556f78d76de7aaf1466499.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ეს საინტერესოა, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, დავით აღმაშენებელი, საქართველოს ისტორიიდან
ეს საინტერესოა, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები, დავით აღმაშენებელი, საქართველოს ისტორიიდან
შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია: ისტორიას უყვარს გამეორება. მემატიანეთა ანალების კითხვისას ხშირად ისეთ გასაოცარ დამთხვევებს აქვს ადგილი — როგორც მოვლენების, ისე პიროვნებების კუთხით, რომ დეჟა-ვიუს შეგრძნებაც კიჩნდება.
მაგალითად დავით აღმაშენებლისა და პეტრე პირველის ბიოგრაფიული მონაცემები გამოდგება.
ქართველთა დიდი მეფე დავით აღმაშენებელი 1073 წელს დაიბადა, თუმცა ზოგი წყარო მისი დაბადების თარიღად 1072 წელს ასახელებს.
უკვე 1089 წელს დავითმა და მისმა მომხრეებმა აიძულეს და დაარწმუნეს მეფე გიორგი მეორე, რომ გადამდგარიყო და სამეფო ტახტი ვაჟისთვის დაეთმო. მაშინ დავითი 16 წლისა იყო (ან 17-ისა, თუ დაბადების თარიღად 1072-წელს ჩავთვლით სარწმუნოდ).
მეფობის პერიოდში დავითმა კავშირი დაამყარა ევროპელ ჯვაროსნებთან, გაატარა სამხედრო, ეკონომიკური, განათლებისა და ადმინისტრაციული რეფორმები.
1099 წელს ქართველთა დიდმა მეფემ ხარკის მიცემა შეუწყვიტა თურქ-სელჯუკებს და პერმანენტული ომი დაიწყო საქართველოდან მათ გასადევნად, რაც 22 წლის შემდეგ, 1121 წელს, დიდგორის ველზე გამართულ ბრძოლაში ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა.
დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა — 52 წლისა, და საქართველოს სახით მაშინდელ წინა აზიაში უძლიერესი კავკასიური იმპერია დატოვა.
რუსეთის მეფე და იმპერატორი პეტრე პირველი 1672 წელს დაიბადა. 9 წლისა მეფე გახდა, თუმცა მთელი ძალაუფლება უფროსი დის, სოფიას ხელთ იყო.
1689 წელს პეტრე პირველმა მონასტერში გამოამწყვდია საკუთარი და და სამეფო ტახტზე ავიდა. მაშინ ის 17 წლისა იყო.
ამის შემდეგ პეტრე I ევროპაში გაემგზავრა და იქაურ მონარქებთან დაამყარა კავშირი, მიიღო სერიოზული გამოცდილება, რაც ძალიან წაადგა მას სამხედრო, ეკონომიკური, განათლებისა და ადმინისტრაციული რეფორმების გატარებაში.
1700 წელს რუსეთი შვედეთს დაუპირისპირდა და ეს 21-წლიანი ომი 1721 წელს ფინეთის ქალაქ ნიშტადტში დადებული საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. შვედებმა აღიარეს დამარცხება და რუსეთს დაუთმეს კარელია, ესტონეთი და ლატვია.
პეტრე პირველი 1725 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა — 53 წლისა, და შთამომავლობას იმ დროის მსოფლიოში უდიდესი და უძლიერესი იმპერია დაუტოვა.
დავითიცა და პეტრეც გამორჩეული აღნაგობისანი — ორ მეტრზე მეტი სიმაღლისა (პეტრეს სიმაღლე დაზუსტებულია — 213 სმ) და გასაოცარი ძალის პატრონები იყვნენ.
თუ პეტრე მუშტის ერთი დარტყმით ცხენსა და ხარს კლავდა, დავითმა წყალწითელადან გელათამდე აღმართზე ზურგით აიტანა ორი უზარმაზარი ლოდი, რომელიც მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის ფუძის ყურეშია ჩატანებული.
ერთხელ კარვიდან გასულ და შილიფად ჩაცმულ დავით აღმაშენებელს მოღალატემ ახლოდან ესროლა ისარი. მაგრამ მეფის გულზე დაკიდებულმა პატარა ხატმა, რომელსაც ის არასდროს იხსნიდა, ნასროლი აისხლიტა. ხოლო პეტრე დიდს, პოლტავასთან გამართულ ბრძოლაში, ტყვიებმა ქუდი და უნაგირი გაუხვრიტა. ერთი ტყვია, რომელიც გულში უნდა მოხვედროდა, ოქროს ჯვარმა აისხლიტა და პეტრე უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა...
ამ ორი უდიდესი პიროვნების ცხოვრებისეული დამთხვევების თაობაზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება. თუმცა, ყველაზე დიდი „დამთხვევა“, შესაძლოა, მაინც ის იყოს, რომ, როგორც ზოგი ისტორიკოსი ვარაუდობს, პეტრე პირველი, ისევე, როგორც დავით აღმაშენებელი, ბაგრატიონთა გვარისა გახლდათ.