არველაძის ახალმა კლუბმა თურქეთის სუპერლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

© courtesy of Shota Arveladzeშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
შოთა არველაძე სტამბულის კლუბის „ფათიჰ ქარაგუმრუქის“ მთავარი მწვრთნელი 2023 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გახდა.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. სტამბულის საფეხბურთო კლუბმა „ფათიჰ ქარაგუმრუქმა“ თურქეთის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა ქართველი მწვრთნელის, შოთა არველაძის ხელმძღვანელობით.
„ქარაგუმრუქმა“ „ჰათაისპორი“ ანგარიშით 4:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ანთაქიის კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია თამაშობს.
50 წლის ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „ქარაგუმრუქმა სამი მატჩი ჩაატარა, სამივე წააგო და გულშემატკივრის თვალში თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში რეაბილიტაცია სურდა.
არველაძის კლუბმა 16 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-15 ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი, ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე სტამბულის კლუბ „ფათიჰ ქარაგუმრუქის" მწვრთნელი 2023 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გახდა.
არველაძემ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ნიდერლანდის AZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. 2010 წელს ქართველი სპეციალისტი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში იყო „ქაისერისპორის", „ქასიმფაშას" და „ტრაპზონსპორის" მწვრთნელი.
არველაძის კარიერაში შემდეგი ეტაპი ისრაელის „მაკაბი" იყო, რის შემდეგაც 2017 წელს სპეციალისტი „ფახთაქორს" ჩაუდგა სათავეში, სადაც გასული წლის დეკემბრამდე მუშაობდა. შემდეგ ქართველ სპეციალისტს „ჰალ სიტი" ჩააბარეს.
ყველა ახალი ამბავი
0