https://sputnik-georgia.com/20240111/amilaxvari-morigi-mkrexeluri-gamovlineba-deda-eklesiaze-285582580.html
ამილახვარი: მორიგი მკრეხელური გამოვლინება ვნახეთ ჩვენს დედა ეკლესიაზე
ამილახვარი: მორიგი მკრეხელური გამოვლინება ვნახეთ ჩვენს დედა ეკლესიაზე
Sputnik საქართველო
რამდენიმე დღის წინ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T16:42+0400
2024-01-11T16:42+0400
2024-01-11T16:42+0400
პოლიტიკა საქართველოში
რელიგია
ახალი ამბები
საზოგადოება
გიორგი ამილახვარი
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285521287_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_276d3441d14556f652687f04505f58ed.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ვნახეთ ჩვენს დედა ეკლესიაზე, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. სამშაბათს, 9 იანვარს წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. ამასთან საღებავით მხოლოდ ხატის ცენტრალური ადგილი დაზიანდა, სტალინის გამოსახულება კი მარცხენა მხარესაა. ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში სასჯელი არ არსებობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არ არის სიახლე, რომ გარკვეული ადამიანები თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას. საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა. წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა. საპატრიარქო: მივმართავთ შემომწირველთ, შეიტანონ ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ>>დღეს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართა, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. საპატრიარქოს განმარტებით, რადგან სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა. მმართველმმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაიწყო მუშაობა ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285521287_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_8650f3fa58357021f617009161c66f7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, რელიგია, ახალი ამბები, საზოგადოება, გიორგი ამილახვარი, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო
პოლიტიკა საქართველოში, რელიგია, ახალი ამბები, საზოგადოება, გიორგი ამილახვარი, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო
ამილახვარი: მორიგი მკრეხელური გამოვლინება ვნახეთ ჩვენს დედა ეკლესიაზე
რამდენიმე დღის წინ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ვნახეთ ჩვენს დედა ეკლესიაზე, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
სამშაბათს, 9 იანვარს წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. ამასთან საღებავით მხოლოდ ხატის ცენტრალური ადგილი დაზიანდა, სტალინის გამოსახულება კი მარცხენა მხარესაა. ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში სასჯელი არ არსებობს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არ არის სიახლე, რომ გარკვეული ადამიანები თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას.
„თუმცა, საზოგადოება არის ბრძენი, ყველაფერს ხედავს. რომ არა ჩვენი პოლიტიკოსების და ხელისუფლების შეფასებაც კი, თქვენ ხედავთ, რომ საზოგადოებამ თავად გასცა პასუხი ამ ადამიანებს და უპასუხა იმ მკრეხელობაზე, იმ ძალიან არაბუნებრივ და არაკეთილმოსურნე ზრახვებზე, რომელიც ამის უკან არის ამოფარებული", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
დღეს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართა, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
საპატრიარქოს განმარტებით, რადგან სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა.
მმართველმმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაიწყო მუშაობა ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის.