https://sputnik-georgia.com/20240110/vis-ekutvnis-ufaso-medikamentebi-saqartvelos-jandacvis-saministros-ganmarteba-285562024.html
ვის ეკუთვნის უფასო მედიკამენტები: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება
ვის ეკუთვნის უფასო მედიკამენტები: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება
Sputnik საქართველო
მედიკამენტების მისაღებად პაციენტებმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ. 10.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-10T19:53+0400
2024-01-10T19:53+0400
2024-01-16T00:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364406_0:0:3543:1993_1920x0_80_0_0_b8e271e6f99085f39f5c95c71c322b86.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. პენსიონერებს, ასევე კონკრეტული დაავადებისა და სტატუსის მქონე მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო უფასო მედიკამენტები გადაეცემა, ნათქვამიასაქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე 400 ათასი პენსიონერია. აღნიშნული პროექტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მედიკამენტები მთელი წლის განმავლობაში უფასო იქნება.პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები, მეორეტიპის დიაბეტი, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია.მთელი წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს, პენსიონერები, ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა (გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის , დუშეთის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის რაიონებში).მედიკამენტების მისაღებად პაციენტებმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364406_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_0d72ed4b18681188ae932205860b0057.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება
ვის ეკუთვნის უფასო მედიკამენტები: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება
19:53 10.01.2024 (განახლებულია: 00:53 16.01.2024) მედიკამენტების მისაღებად პაციენტებმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. პენსიონერებს, ასევე კონკრეტული დაავადებისა და სტატუსის მქონე მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო უფასო მედიკამენტები გადაეცემა, ნათქვამიასაქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე 400 ათასი პენსიონერია. აღნიშნული პროექტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მედიკამენტები მთელი წლის განმავლობაში უფასო იქნება.
პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები, მეორეტიპის დიაბეტი, პარკინსონის დაავადება, ეპილეფსია.
მთელი წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს, პენსიონერები, ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა (გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის , დუშეთის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის რაიონებში).
მედიკამენტების მისაღებად პაციენტებმა ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.