https://sputnik-georgia.com/20240110/skandali-xattan-dakavsirebit-saprotesto-aqcia-ferazis-saxltan-285558352.html
სკანდალი ხატთან დაკავშირებით - თბილისში ვანდალიზმის შემდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო - ვიდეო
სკანდალი ხატთან დაკავშირებით - თბილისში ვანდალიზმის შემდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" მომხრეები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ეკო-აქტივისტი ნატა ფერაძის სახლთან... 10.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-10T15:53+0400
2024-01-10T15:53+0400
2024-01-10T15:53+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285521133_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_de3760cf89dbe5a419d1752c99555ab1.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" მომხრეები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ეკო-აქტივისტი ნატა ფერაძის სახლთან, რომელმაც გუშინ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ფრაგმენტზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში საღებავი შეასხა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მსვლელობა პარტიის ოფისიდან ბელინსკის ქუჩამდე, სადაც ფერაძე ცხოვრობს, მშვიდობიანი ხასიათისაა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც შეკრებილებს უშუალოდ სახლთან არ უშვებენ. ვითარება პერიოდულად იძაბება და შეკრებილები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. თავად ფერაძემ აქციაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. „ალტინფო მოდისო, ხაჭაპურებს ვაცხობ", დაწერა ფერაძემ და დასძინა, რომელი ხაჭაპური გირჩევნიათ, იმერული თუ გურული?წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წარმოდგენილი წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტის საგანი გახდა და ნამდვილი სკანდალი გამოიწვია.სტალინი სამებაში: სკანდალი „ხალხთა ბელადის" ხატის გამო>>საუბარია ხატწერისთვის დამახასიათებელ ფრაგმენტებზე, რომლებიც ძირითადი ხატის ერთგვარ განმარტებებს ან კომენტარებს წარმოადგენს მცირე სიუჟეტების სახით.საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.როგორც აღმოჩნდა, წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285521133_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_1d6ddb64f5bdf98f9cabb9e089159935.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" მომხრეები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ეკო-აქტივისტი ნატა ფერაძის სახლთან, რომელმაც გუშინ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ფრაგმენტზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში საღებავი შეასხა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მსვლელობა პარტიის ოფისიდან ბელინსკის ქუჩამდე, სადაც ფერაძე ცხოვრობს, მშვიდობიანი ხასიათისაა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც შეკრებილებს უშუალოდ სახლთან არ უშვებენ.
ვითარება პერიოდულად იძაბება და შეკრებილები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
თავად ფერაძემ აქციაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. „ალტინფო მოდისო, ხაჭაპურებს ვაცხობ", დაწერა ფერაძემ და დასძინა, რომელი ხაჭაპური გირჩევნიათ, იმერული თუ გურული?
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წარმოდგენილი წმინდა მატრონა მოსკოველის ხატი, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტის საგანი გახდა და ნამდვილი სკანდალი გამოიწვია.
საუბარია ხატწერისთვის დამახასიათებელ ფრაგმენტებზე, რომლებიც ძირითადი ხატის ერთგვარ განმარტებებს ან კომენტარებს წარმოადგენს მცირე სიუჟეტების სახით.
საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
როგორც აღმოჩნდა, წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს.