რატომ არის საქართველოში ფასების ზრდის დაბალი დონე - ეროვნული ბანკის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerდახლები სუპერმარკეტში
დახლები სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს 1,9% შეადგინა.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოში ინფლაციის დაბალ დონეზე იმოქმედა ფასების კლების ტენდენციამ შიდა ბაზარზე და ფასების კლებამ მსოფლიო ბაზარზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) ანგარიშში.
წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის დეკემბერი 2022 წლის დეკემბერთან შედარებით) საქართველოში 0,4% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წინა თვეში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის ნოემბერი 2022 წლის ნოემბერთან შედარებით) საქართველოში 0,1% შეადგინა.
„დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს", - ნათქვამია განცხადებაში.
სებ-ის მონაცემებით, დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ფასები არსებითად არ შეცვლილა.
საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს 1,9% შეადგინა.
თუმცა, სებ-ის ინფორმაციით, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლება გრძელდება, რაც მეტწილად სურსათის ფასების წლიურ გაიაფებას და ზოგიერთ მომსახურებაზე, როგორიცაა ბინის ქირა, სამედიცინო მომსახურება და ა.შ საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება.
რა ელის საქართველოს ეკონომიკას: ეროვნული ბანკის სამი სცენარი>>
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ კვების პროდუქტებზე ფასების ყოველწლიური კლება აისახება ასევე შერეული პროდუქტებზე ფასების ინფლაციის შემცირებაზე.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, შედარებით მაღალ ადგილობრივ ინფლაციას წლიურად გაძვირებული მომსახურება (6.6%) განაპირობებს.
„მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 3.6 პროცენტული პუნქტია, შესაბამისად, მომსახურების გამოკლებით ადგილობრივი ინფლაცია ნულის ტოლია. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი საბანკო მომსახურების გაძვირებას აქვს", - ნათქვამია ანგარიშში.
რეგულატორის პროგნოზებით, ინფლაციის მაჩვენებელი უახლოეს თვეებში მიზნობრივ მაჩვენებელზე (3%) ქვევით დარჩება და დასტაბილურდება მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში.
რა გაიაფდა და გაძვირდა საქართველოში: საქსტატის მონაცემები>>
საქართველოს მთავრობამ, თავის მხრივ, ბოლო დროს თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანა ფასების პოლიტიკა. კერძოდ, მიმდინარეობის საწვავისა და პირველადი მოხმარების კვების პროდუქტების ფასების მონიტორინგი, ასევე დაწესდა რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე.
ყველა ახალი ამბავი
0