https://sputnik-georgia.com/20240103/ra-gaiafda-da-ra-gazvirda-saqartvelosi-saqstati-285418372.html
რა გაიაფდა და გაძვირდა საქართველოში: საქსტატის მონაცემები
რა გაიაფდა და გაძვირდა საქართველოში: საქსტატის მონაცემები
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 იანვარი—Sputnik. 2023 წლის დეკემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული... 03.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-03T16:42+0400
2024-01-03T16:42+0400
2024-01-03T16:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/11/274981493_0:365:1689:1315_1920x0_80_0_0_a49ac8a9a7ad480ac7081e34148efc5e.jpg
თბილისი, 3 იანვარი—Sputnik. 2023 წლის დეკემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.უწყების ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა.სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9%-იანი მატება, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა:ფასები შემცირდა:რაც შეეხება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ამ ჯგუფში ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. აქ ფასების კლება დაფიქსირდა ფეხსაცმელზე (-5.3 პროცენტი);საანგარიშო პერიოდში გაიაფდა ასევე ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის საშუალებები. ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9-პროცენტიანი კლება, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.ავეჯისა და საოჯახო ნივთების გარდა, ფასები ასევე შემცირდა ხალიჩებზე და იატაკის სხვა საფარზე (-2.8 პროცენტი), ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე (-2.2 პროცენტი), გაიაფდა გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობები, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები (-0.9 პროცენტი).ამასთან, ფასები გაიზარდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმსა (3.0 პროცენტი) და მინის, სუფრისა და საოჯახო ჭურჭელზე (2.7 პროცენტი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/11/274981493_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_ef4f92d6d21f18b9a42bff6f8d5504bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
თბილისი, 3 იანვარი—Sputnik. 2023 წლის დეკემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.
უწყების ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9%-იანი მატება, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე — 5.1%,
ხილსა და ყურძენზე — 3.3%,
რძეზე, ყველსა და კვერცხზე — 1.5%,
პურსა და პურპროდუქტებზე — 0.6%,
ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე — 0.1%.
ზეთსა და ცხიმზე — 1.8%-ით,
ხორცსა და ხორცპროდუქტებზე — 0.2%-ით.
რაც შეეხება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ამ ჯგუფში ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. აქ ფასების კლება დაფიქსირდა ფეხსაცმელზე (-5.3 პროცენტი);
საანგარიშო პერიოდში გაიაფდა ასევე ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის საშუალებები. ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9-პროცენტიანი კლება, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.
ავეჯისა და საოჯახო ნივთების გარდა, ფასები ასევე შემცირდა ხალიჩებზე და იატაკის სხვა საფარზე (-2.8 პროცენტი), ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე (-2.2 პროცენტი), გაიაფდა გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობები, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები (-0.9 პროცენტი).
ამასთან, ფასები გაიზარდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმსა (3.0 პროცენტი) და მინის, სუფრისა და საოჯახო ჭურჭელზე (2.7 პროცენტი).