საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა

© Courtesy of Roads Department of Georgiaვაზიანის შემოვლითი გზა
ვაზიანის შემოვლითი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2024
გამოწერა
სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 3,4 მილიარდი ლარი, რაც გეგმაზე 83,3 მილიონი ლარით მეტია.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის უწყების ბიუჯეტი 102,5%-ით შეასრულა, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
რეგიონული განვითარების სამინისტრო საქართველოში ახორციელებს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზატკეცილების მშენებლობას, ქალაქებისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას. უწყების ბიუჯეტი 2023 წელს 3,3 მლრდ ლარს შეადგენდა, საიდანაც დაახლოებით 2 მლრდ ლარი ბიუჯეტის სახსრებია, დანარჩენი – კრედიტები და გრანტები კონკრეტული პროგრამებისთვის.
უწყების მონაცემებით, სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 3,4 მილიარდი ლარი, რაც დაგეგმილზე 83,3 მილიონი ლარით მეტია.
სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 354,4 მილიონი ლარით მეტი დახარჯა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სწრაფად და კომფორტულად: რომელი გზების დასრულება იგეგმება 2024 წელს>>
გარდა ამისა, 2023 წლის გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა, რომლებმაც სახსრები ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე დახარჯეს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დახარჯა - 2 მილიარდი ლარი (გეგმის 104%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 839 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" – 521,1 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ" – 43 მილიონი ლარი (გეგმის 101 %).
ყველა ახალი ამბავი
0