ტყიბულის წყალსაცავზე ახალი ტურისტული ობიექტები გაჩნდება

© photo: Sputnik / Stringerტურისტული ადგილები საქართველოში
ტურისტული ადგილები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2024
გამოწერა
კუნძულების ახალმა მფლობელებმა ადგილზე 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ტყიბულის წყალსაცავში, სოფელ მანიჭორში მდებარე სამი კუნძული ჯამში სამ მილიონ ლარად გაყიდა, ნათქვამია სამთავრობო აუქციონების ვებსაიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კუნძულები მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ხელოვნური წყალსაცავის შუა და დასავლეთ ნაწილში. წყალსაცავის სიგრძე 8,1 კილომეტრია, სიგანე - 3,2 კილომეტრი, ხოლო საშუალო სიღრმე - 6,9 მეტრი.
არსებული ინფორმაციით, კუნძულების შემძენმა კომპანიებმა ადგილზე 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ და ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნან.
ტურიზმის განვითარება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ადგილი უკავია რეგიონების განვითარებას და თითოეულ მათგანში ტურისტულად მიმზიდველი ობიექტების შექმნას.
ყველა ახალი ამბავი
0