https://sputnik-georgia.com/20240109/saqartvelos-mosaxleobis-arwera-2024-mtavari-siaxleebi-da-wesebi-285543993.html
საქართველოს მოსახლეობის აღწერა-2024: მთავარი სიახლეები და წესები
საქართველოს მოსახლეობის აღწერა-2024: მთავარი სიახლეები და წესები
Sputnik საქართველო
აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება და მისი შედეგები 2025 წელს გახდება ცნობილი. 09.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-09T23:20+0400
2024-01-09T23:20+0400
2024-01-10T01:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248988213_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_056df1b1d2d84849c8638c578f64ccc0.jpg
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში 2024 წლის შემოდგომა-ზამთარში ჩატარდება და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.საქართველოსთვის ეს იქნება მოსახლეობის მესამე საყოველთაო აღწერა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მანამდე აღწერა 2002 და 2014 წლებში ჩატარდა.თოდრაძის თქმით, აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება და მისი შედეგები 2025 წელს გახდება ცნობილი.აღწერის მთავარი სიახლე იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.„პირველი ათი დღის განმავლობაში ჩვენ თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით ჩავატარებთ აღწერას და მონაცემები შეგროვდება ამ მეთოდის გამოყენებით, ანუ თითოეულ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია და ვინც ამას არ გააკეთებს, შემდეგ იმ კატეგორიის მოსახლეობას მიაკითხავს ჩვენი სტატისტიკოსები და აღმწერები, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით შეაგროვებენ მონაცემებს“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.„საქსტატი" - მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება >>საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აღწერა სავალდებულოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ქვეყანაში მცხოვრები უცხოელებისთვის, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ შეიძლება და ყველა ვინც პასუხობს კითხვებს, ვალდებულია მიაწოდოს სარწმუნო ინფორმაცია საკუთარ თავზე.აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე უცხოელებს ან უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248988213_67:0:2734:2000_1920x0_80_0_0_6a0643cdaa053b14cd490aa3a972477d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქსტატი
საქართველოს მოსახლეობის აღწერა-2024: მთავარი სიახლეები და წესები
23:20 09.01.2024 (განახლებულია: 01:55 10.01.2024) აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება და მისი შედეგები 2025 წელს გახდება ცნობილი.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოში 2024 წლის შემოდგომა-ზამთარში ჩატარდება და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
საქართველოსთვის ეს იქნება მოსახლეობის მესამე საყოველთაო აღწერა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მანამდე აღწერა 2002 და 2014 წლებში ჩატარდა.
თოდრაძის თქმით, აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება და მისი შედეგები 2025 წელს გახდება ცნობილი.
„ჩვენ ვფიქრობთ და ვმსჯელობთ იმ მიმართულებით, რომ ცუდი ამინდების გამო მაღალმთიან რეგიონებში შეიძლება ადრე მოგვიწიოს აღწერის ჩატარება, როგორც წინა აღწერების დროს არსებული პრაქტიკა იყო“, - განაცხადა თოდრაძემ.
აღწერის მთავარი სიახლე იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.
„პირველი ათი დღის განმავლობაში ჩვენ თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით ჩავატარებთ აღწერას და მონაცემები შეგროვდება ამ მეთოდის გამოყენებით, ანუ თითოეულ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია და ვინც ამას არ გააკეთებს, შემდეგ იმ კატეგორიის მოსახლეობას მიაკითხავს ჩვენი სტატისტიკოსები და აღმწერები, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით შეაგროვებენ მონაცემებს“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აღწერა სავალდებულოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ქვეყანაში მცხოვრები უცხოელებისთვის, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ შეიძლება და ყველა ვინც პასუხობს კითხვებს, ვალდებულია მიაწოდოს სარწმუნო ინფორმაცია საკუთარ თავზე.
აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე უცხოელებს ან უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს.