https://sputnik-georgia.com/20240109/ocnebasi-gaxarias-partiis-iniciativas-araswori-uwodes-285533468.html
„ქართულ ოცნებაში“ ექს–პრემიერ გახარიას პარტიის ინიციატივას არასწორი უწოდეს
„ქართულ ოცნებაში“ ექს–პრემიერ გახარიას პარტიის ინიციატივას არასწორი უწოდეს
Sputnik საქართველო
პარტია „საქართველოსთვის" გამოდის წინადადებით, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო შესწორებებზე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების... 09.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-09T16:13+0400
2024-01-09T16:13+0400
2024-01-09T16:13+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966551_0:184:1842:1221_1920x0_80_0_0_d316469920f923497f0ed30d1000f681.jpg
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის დაბრუნების შესახებ არასწორია და არ შეიძლება კონსტიტუციის რამე პოლიტიკური პროცესთან მისადაგება, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ მიხეილ სარჯველაძემ.გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო შესწორებებზე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ. ამ ინიციატივის თაობაზე დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომ ქვეყანას სურს საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის სისტემა.მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარტიები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.„ქართული ოცნების" წარმომადგენელი პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის ინიციატივის წინააღმდეგია>>შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, 2017 წელს მიიღეს. შესწორებებს ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდა ორი.კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ორი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო". ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966551_294:154:1716:1221_1920x0_80_0_0_32d626d94f6db385b5f471fc50fc2a80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრეზიდენტი
„ქართულ ოცნებაში“ ექს–პრემიერ გახარიას პარტიის ინიციატივას არასწორი უწოდეს
პარტია „საქართველოსთვის" გამოდის წინადადებით, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო შესწორებებზე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის დაბრუნების შესახებ არასწორია და არ შეიძლება კონსტიტუციის რამე პოლიტიკური პროცესთან მისადაგება, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ მიხეილ სარჯველაძემ.
გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო შესწორებებზე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ. ამ ინიციატივის თაობაზე დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პარტიის „საქართველოსთვის“ ინიციატივა არასწორია, არ შეიძლება, კონსტიტუცია რაღაც პოლიტიკურ პროცესს მიუსადაგო. მგონია, რომ ეს არასწორი ინიციატივაა და ალბათ გათვლილია ემოციურ განწყობებზე. დღეს მოქმედი წესი არაერთ ევროპულ სახელმწიფოში არის მიღებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომ ქვეყანას სურს საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის სისტემა.
„ამ სისტემაში გონივრულია პრეზიდენტის არჩევის ის მოდელი, რაც დღეს მოქმედი კონსტიტუციით არის განსაზღვრული. სხვათა შორის, თავის დროზე იგივე პოზიცია ჰქონდა გიორგი გახარიას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. გაუგებარია, რატომ შეიცვალა მისი პოზიცია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარტიები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.
შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, 2017 წელს მიიღეს. შესწორებებს ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდა ორი.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ორი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო". ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა.