https://sputnik-georgia.com/20240108/qartuli-ocnebis-warmomadgeneli-prezidentis-pirdapir-arcevis-iniciativis-winaarmdegia-285506655.html
„ქართული ოცნების" წარმომადგენელი პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის ინიციატივის წინააღმდეგია
„ქართული ოცნების" წარმომადგენელი პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის ინიციატივის წინააღმდეგია
Sputnik საქართველო
მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება. 08.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-08T18:07+0400
2024-01-08T18:07+0400
2024-01-08T18:07+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283483532_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_5a7c185fa309dabb5d781c41b113c5ff.jpg
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საუბრები საკონსტიტუციო ცვლილებებზე და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნება ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" გუნდს კურიოზულ ვითარებაში აყენებს, თუ ეს გუნდი საერთოდ არსებობს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა. გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო შესწორებებზე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ. ამ ინიციატივის თაობაზე დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გახარიას პარტიას, ინიციატივის შინაარსიდან გამომდინარე, იდეების კრიზისი აქვს. „ეს ხალხი, სად შეხვდა ახალ წელს? მათი პირველი განცხადება და მსგავსი ინიციატივა ნიშნავს, რომ იდეების კრიზისი აქვთ. ახლა ცდილობენ, რომ ეს კრიზისი არ შეიმჩნიონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ", - განაცხადა იონათამიშვილმა. ცოტა დაგვიანებულია - ოპოზიციონერი გახარიას პარტიის ინიციატივაზე>>მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარტიები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ. შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, 2017 წელს მიიღეს. შესწორებებს ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდა ორი. გახარიას პარტია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების წინადადებით გამოდის>>კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ორი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო". ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283483532_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_271fea031707fb6b082fa296f00c4db9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია
„ქართული ოცნების" წარმომადგენელი პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის ინიციატივის წინააღმდეგია
მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საუბრები საკონსტიტუციო ცვლილებებზე და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნება ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" გუნდს კურიოზულ ვითარებაში აყენებს, თუ ეს გუნდი საერთოდ არსებობს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო შესწორებებზე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ. ამ ინიციატივის თაობაზე დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„ამ გუნდს ამ თემაზე საუბარი კურიოზულ სიტუაციაში აყენებს, თუ საერთოდ ეს გუნდი არსებობს", - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, გახარიას პარტიას, ინიციატივის შინაარსიდან გამომდინარე, იდეების კრიზისი აქვს.
„ეს ხალხი, სად შეხვდა ახალ წელს? მათი პირველი განცხადება და მსგავსი ინიციატივა ნიშნავს, რომ იდეების კრიზისი აქვთ. ახლა ცდილობენ, რომ ეს კრიზისი არ შეიმჩნიონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ", - განაცხადა იონათამიშვილმა.
მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარტიები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.
შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, 2017 წელს მიიღეს. შესწორებებს ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდა ორი.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ორი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო". ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა.