https://sputnik-georgia.com/20240109/kadirovis-cxenis-saqme-ceetis-policiam-daxmarebistvis-sxva-qveynebs-mimarta-285517843.html
კადიროვის ცხენის საქმე: ჩეხეთის პოლიციამ დახმარებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართა
კადიროვის ცხენის საქმე: ჩეხეთის პოლიციამ დახმარებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართა
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ჩეხეთის პოლიციამ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის ცხენის გატაცების ფაქტის გამოძიების საქმეში დახმარებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართა... 09.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-09T12:31+0400
2024-01-09T12:31+0400
2024-01-09T12:31+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ჩეჩნეთი
რამზან კადიროვი
შემთხვევები
ჩეხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285517674_0:261:1944:1355_1920x0_80_0_0_d17350d67f12dafc568bf68ae7b9c6eb.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ჩეხეთის პოლიციამ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის ცხენის გატაცების ფაქტის გამოძიების საქმეში დახმარებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართა და ახლა მათ პასუხს ელის, იუწყება ჩეხეთის პოლიციის პრესსამსახური.არსებული ცნობით, კადიროვის წმინდა სისხლის ინგლისური ბედაური სახელად ზაზუ გასული წლის მარტში მოიპარეს ჩეხეთის კრაბჩიცეს თავლიდან.კადიროვის განმარტებით, ზაზუს რეალური ფასი, რომელიც სანქციების გამო ჩარჩა ჩეხეთში, რეალურად 10 მილიონი დოლარია და არა 18 ათასი, როგორც ამას ჩეხეთის ხელისუფლება აცხადებდა.ცხენის მოპარვიდან ორი თვის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ცხოველის გატაცება უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შესთავაზეს, რომლებიც ჩეხეთის პოლიციასთან იყვნენ შეთანხმებული. მისი თქმით, გარიგება 18 ათასი დოლარი ღირდა. მაშინ ჩეხეთის პოლიციამ უარი თქვა, პასუხი გაეცა კადიროვის განცხადებაზე — მხოლოდ აღნიშნა, რომ საქმის გამოძიებას განაგრძობს.2023 წლის 17 მაისს ზაზუ გროზნოში ჩაიყვანეს, რის დამადასტურებელი ვიდეოც კადიროვმა თავად გამოაქვეყნა.ამასთან ის ირწმუნებოდა, რომ „მისმა ხალხმა" არ გადაუხადა დაპირებული თანხა უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც თითქოს ცხენის გატაცებაში მონაწილეობდნენ. კადიროვის თქმით, „სანამ ისინი ერთმანეთში საქმეს არჩევდნენ“, მისმა წარმომადგენლებმა „ცხენი უბრალოდ წამოიყვანეს“.
ჩეჩნეთი
ჩეხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/09/285517674_0:79:1944:1537_1920x0_80_0_0_e25e48e5d2b06f29ec20e77fb75e22ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩეჩნეთი, რამზან კადიროვი, შემთხვევები, ჩეხეთი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩეჩნეთი, რამზან კადიროვი, შემთხვევები, ჩეხეთი
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ჩეხეთის პოლიციამ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის ცხენის გატაცების ფაქტის გამოძიების საქმეში დახმარებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართა და ახლა მათ პასუხს ელის, იუწყება ჩეხეთის პოლიციის პრესსამსახური.
„სისხლის სამართლის საქმეები საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე სახელმწიფოს და ველოდებით [მოთხოვნების] აღსრულებას, რასაც ჩვეულებრივ რამდენიმე თვე სჭირდება. პარალელურად ტარდება ატიპიური გენეტიკური ექსპერტიზა ცხოველის დნმ-პროფილის დასადგენად“, — ნათქვამია პოლიციის ოფიციალურ პასუხში.
არსებული ცნობით, კადიროვის წმინდა სისხლის ინგლისური ბედაური სახელად ზაზუ გასული წლის მარტში მოიპარეს ჩეხეთის კრაბჩიცეს თავლიდან.
კადიროვის
განმარტებით, ზაზუს რეალური ფასი, რომელიც სანქციების გამო ჩარჩა ჩეხეთში, რეალურად 10 მილიონი დოლარია და არა 18 ათასი, როგორც ამას ჩეხეთის ხელისუფლება აცხადებდა.
ცხენის მოპარვიდან ორი თვის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ცხოველის გატაცება უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შესთავაზეს, რომლებიც ჩეხეთის პოლიციასთან იყვნენ შეთანხმებული. მისი თქმით, გარიგება 18 ათასი დოლარი ღირდა. მაშინ ჩეხეთის პოლიციამ უარი თქვა, პასუხი გაეცა კადიროვის განცხადებაზე — მხოლოდ აღნიშნა, რომ საქმის გამოძიებას განაგრძობს.
2023 წლის 17 მაისს ზაზუ გროზნოში ჩაიყვანეს, რის დამადასტურებელი
ვიდეოც კადიროვმა თავად გამოაქვეყნა.
ამასთან ის ირწმუნებოდა, რომ „მისმა ხალხმა" არ გადაუხადა დაპირებული თანხა უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც თითქოს ცხენის გატაცებაში მონაწილეობდნენ. კადიროვის თქმით, „სანამ ისინი ერთმანეთში საქმეს არჩევდნენ“, მისმა წარმომადგენლებმა „ცხენი უბრალოდ წამოიყვანეს“.