https://sputnik-georgia.com/20230308/ramzan-kadiovs-sanqcirebuli-bedauri-mopares-275579947.html
რამზან კადიროვს ჩეხეთში სანქცირებული ბედაური მოპარეს - ფოტო-ვიდეო
რამზან კადიროვს ჩეხეთში სანქცირებული ბედაური მოპარეს - ფოტო-ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ძალიან გთხოვთ, ნუ ამცირებთ ჩემი ცხენის, ზაზუს ფასს, რომელიც სანქციების გამო ჩეხეთში ჩარჩა და რომელიც რამდენიმე დღის წინ მოიპარეს... 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T15:13+0400
2023-03-08T15:13+0400
2023-03-08T19:24+0400
ახალი ამბები
რამზან კადიროვი
კავკასია
ჩეჩნეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/53/240475337_0:131:1920:1211_1920x0_80_0_0_484f9a63cece96ef814b59436c989be6.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ძალიან გთხოვთ, ნუ ამცირებთ ჩემი ცხენის, ზაზუს ფასს, რომელიც სანქციების გამო ჩეხეთში ჩარჩა და რომელიც რამდენიმე დღის წინ მოიპარეს კრაბჩიცეს თავლიდან, წერს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი Telegram-არხზე.მისი თქმით, წმინდა სისხლის ინგლისური ბედაურის ფასი რეალურად 10 მილიონი დოლარია და არა 18 ათასი, როგორც ამას ჩეხეთის ხელისუფლება აცხადებს.იმის შესახებ, რომ კადიროვის კუთვნილი ცხენი დაიკარგა, 7 მარტს გახდა ცნობილი. ინფორმაცია ჩეხურმა გამოცემა Jezdci-მ გავრცელა სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით. მათი თქმით, ქურდმა თავლაში 4-5 მარტის ღამით შეაღწია და „სანქცირებული“ ცხენი მოიპარა.მისი თქმით, ჩეჩნეთში ღამით ავტომობილის ღიად დატოვებაც კი შეიძლება, ჩეხეთში კი სანქცირებული ცხენი ისე მოიპარეს, რომ პოლიციამ ეს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგღა შეიტყო. ამასთან, მისი რეალური ღირებულებაც შეამცირეს, რაც სრულიად მიუღებელია.მისი თქმით, საწყენი მხოლოდ ისაა, რომ ზარალდება ლამაზი და კეთილშობილი ცხოველი, რომელიც შესაძლოა ცუდ ხელში მოხვდეს.როგორც „როსიისკაია გაზეტა“ წერდა 2014 წელს გერმანელ სპეციალისტ ვალდემარ ხიკსტზე დაყრდნობით, რამზან კადიროვმა ზაზუ დუბაიში შეიძინა 2011 წელს.
ჩეჩნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/53/240475337_66:0:1854:1341_1920x0_80_0_0_e10fb098b3db9cade386d9d89181da6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რამზან კადიროვი, კავკასია, ჩეჩნეთი, შემთხვევები
ახალი ამბები, რამზან კადიროვი, კავკასია, ჩეჩნეთი, შემთხვევები
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ძალიან გთხოვთ, ნუ ამცირებთ ჩემი ცხენის, ზაზუს ფასს, რომელიც სანქციების გამო ჩეხეთში ჩარჩა და რომელიც რამდენიმე დღის წინ მოიპარეს კრაბჩიცეს თავლიდან, წერს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი
Telegram-არხზე. მისი თქმით, წმინდა სისხლის ინგლისური ბედაურის ფასი რეალურად 10 მილიონი დოლარია და არა 18 ათასი, როგორც ამას ჩეხეთის ხელისუფლება აცხადებს.
იმის შესახებ, რომ კადიროვის კუთვნილი ცხენი დაიკარგა, 7 მარტს გახდა ცნობილი. ინფორმაცია ჩეხურმა გამოცემა
Jezdci-მ გავრცელა სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით. მათი თქმით, ქურდმა თავლაში 4-5 მარტის ღამით შეაღწია და „სანქცირებული“ ცხენი მოიპარა.
„ჩემი ზაზუ ჯერ კიდევ 2014 წელს გახდა ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და გუნდისთვის დაწესებული სანქციების მსხვერპლი. წმინდა სისხლის ბედაურმა თავის თავზე აიღო დემოკრატიული დასავლეთის პირველი ბილწი დარტყმა“, — დაწერა კადიროვმა.
მისი თქმით, ჩეჩნეთში ღამით ავტომობილის ღიად დატოვებაც კი შეიძლება, ჩეხეთში კი სანქცირებული ცხენი ისე მოიპარეს, რომ პოლიციამ ეს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგღა შეიტყო. ამასთან, მისი რეალური ღირებულებაც შეამცირეს, რაც სრულიად მიუღებელია.
„გთხოვთ ნუ ამცირებთ ჩემი ბედაურის ფასს. მედიამ მისი ღირებულება, ხელისუფლებაზე დაყრდნობით, 18 ათას დოლარად შეაფასა. ღირებულების ეს ხელოვნური დაწევა ნამდვილად მის შენახვა-მოვლაზე პასუხისმგებელი პირების რაღაც ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება. მაგრამ ჩემი წმინდა სისხლის ზაზუ 10 მილიონ დოლარზე ნაკლები არ ღირს. ახლა, როდესაც მისი რეალური ფასი ცნობილია, ვიღაც კარგად მოითბობს ხელს“, — ნათქვამია კადიროვის განცხადებაში.
მისი თქმით, საწყენი მხოლოდ ისაა, რომ ზარალდება ლამაზი და კეთილშობილი ცხოველი, რომელიც შესაძლოა ცუდ ხელში მოხვდეს.
როგორც „როსიისკაია გაზეტა“ წერდა 2014 წელს გერმანელ სპეციალისტ ვალდემარ ხიკსტზე დაყრდნობით, რამზან კადიროვმა ზაზუ დუბაიში შეიძინა 2011 წელს.