ზელენსკის ევროპაში ერთიანი სამხედრო მრეწველობის შექმნა სურს

© AP Photo / Mary Altaffer
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ევროპას აუცილებლად სჭირდება შეიარაღების ერთიანი მრეწველობის შექმნა, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება ევროპის რუსეთისგან დაცვა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთი ჰიბრიდულ ომს სწარმოებს ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილის წინააღმდეგ, თუმცა მისი დამარცხება შესაძლებელია.
„რუსული აგრესია შეიძლება დამარცხდეს. მაგრამ იმისათვის, რომ გაკვეთილი ვასწავლოთ მათ, რომ აგრესიას სიკეთე არ მოჰყვება, საჭიროა სოლიდარობა. რუსეთისაგან ევროპის სამხედრო თვალსაზრისით ხანგრძლივად დაცვა მხოლოდ ერთი გზით — შეიარაღების ერთიანი ევროპული მრეწველობის შექმნით შეიძლება“, — განაცხადა ზელენსკიმ შვედეთში გამართულ კონფერენციაზე „საზოგადოება და თავდაცვა“.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ცდილობს მოიპოვოს მსოფლიოში საუკეთესო იარაღი, რათა საკუთარი და ასევე პარტნიორების უსაფრთხოება უზრუნველყოს, ვინაიდან „უკრაინა უკვე არის და ყოველთვის იქნება ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი“.
მანამდე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ერთიანი არმია უნდა შექმნას, რათა მსოფლიოში მშვიდობისმყოფლის როლის შესრულება შეძლოს. მისი აზრით, როცა მსოფლიოში ისეთი მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები აქტიურობენ, როგორებიც არიან შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი, ევროპის მოქალაქეების დაცვა მხოლოდ უკვე არსებულ სტრუქტურას, კერძოდ ევროკავშირს შეუძლია.
ყველა ახალი ამბავი
0