მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტაიანიმ ევროკავშირს გაერთიანებული არმიის შექმნისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Alexei Vitvitski / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ევროკავშირმა ერთიანი არმია უნდა შექმნას, რათა მსოფლიოში მშვიდობისმყოფლის როლის შესრულება შეძლოს, განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ.
მისი აზრით, ევროპას სჭირდება საერთო სამშვიდობო ძალები, რომლებიც შესაძლო კონფლიქტების პრევენციასა და მათ მოგვარებაში მონაწილეობას შეძლებდნენ.
გაზეთ La Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტაიანიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის შიგნით მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა პრიორიტეტია მისთვის და მისი პარტია Forza Italia-სთვის, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.
„თუ გვინდა სამშვიდობოების როლი შევასრულოთ მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება ევროპული არმია. ეს არის ფუნდამენტური პირობა ევროპაში ეფექტური საგარეო პოლიტიკისთვის", — თქვა ტაიანმა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ, როცა მსოფლიოში ისეთი მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები აქტიურობენ, როგორებიც არიან შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი, და როცა ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონებში პოლიტიკური კრიზისები მწვავდება, „იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა თუ სლოვენიის მოქალაქეების დაცვა მხოლოდ უკვე არსებულ სტრუქტურას, კერძოდ ევროკავშირს შეუძლია“.
გარდა ამისა, ტაიანის მიაჩნია, რომ თავად საერთო ევროპული პოლიტიკური სტრუქტურის რეფორმაცაა საჭირო. ის დარწმუნებულია, რომ ევროპას ერთი ფორმალური ლიდერი უნდა ჰყავდეს და არა ორი, როგორც ახლაა — ევროსაბჭოს თავმჯდომარე და ევროკომისიის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ევროპის ქვეყნები აფართოებენ თავიანთ შეიარაღებულ ძალებს და ზრდიან სამხედრო ბიუჯეტებს. ამასთან ისინი მეტ ყურადღებას აქცევენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც. თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერი“ განმარტავს, ეს ძალისხმევა ძირითადად ნატოს ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით მიმდინარეობს და არა კონკრეტულად ევროპულ პლატფორმაზე.
ყველა ახალი ამბავი
0