https://sputnik-georgia.com/20240108/sarl-mizeli-orbani-evrosabwos-tavmjdomare-ar-unda-gaxdes-285486506.html
შარლ მიშელი: ორბანი ევროსაბჭოს თავმჯდომარე არ უნდა გახდეს
შარლ მიშელი: ორბანი ევროსაბჭოს თავმჯდომარე არ უნდა გახდეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ევროკავშირს საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შემთხვევაში შემცვლელი აირჩიოს და უნგრეთის პრემიერი... 08.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-08T12:23+0400
2024-01-08T12:23+0400
2024-01-08T12:23+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
შარლ მიშელი
ევროსაბჭო
უნგრეთი
პოლიტიკა
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252363759_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_6578c4fe1282ef145e494d50376a563c.jpg
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ევროკავშირს საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შემთხვევაში შემცვლელი აირჩიოს და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროსაბჭოს თავმჯდომარე არ გახდეს, განაცხადა ევროსაბჭოს მოქმედმა ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა.მანამდე მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივნისში ევროპარლამენტის დეპუტატთა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს და არჩევის შემთხვევაში უკვე ივლისში პოსტიდან წასვლა მოუწევს. ხოლო თუ ევროკავშირი დროულად არ დანიშნავს ევროსაბჭოს ახალ ხელმძღვანელს, ეს პოზიცია შეიძლება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაიკავოს, რომლის ქვეყანაც 1 ივლისს ევროკავშირის თავმჯდომარე ხდება.აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროსაბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ევროპარლამენტის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, და პირველი შემთხვევაა, როცა ის თანამდებობიდან დროზე ადრე მიდის.თავად ვიქტორ ორბანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 50 მლრდ ევროს გამოყოფის საკითხი დაბლოკა, აცხადებს, რომ მისი თავმჯდომარეობა „უფრო სამშვიდობო ხასიათისა“ იქნება, ხოლო საკუთარ ამოცანად „ბრიუსელის ოკუპაციას“ ასახელებს.
უნგრეთი
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252363759_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_761acc7d7ecca1d6b3e5619db9161fd4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, შარლ მიშელი , ევროსაბჭო, უნგრეთი, პოლიტიკა, ევროკავშირი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, შარლ მიშელი , ევროსაბჭო, უნგრეთი, პოლიტიკა, ევროკავშირი
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ევროკავშირს საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შემთხვევაში შემცვლელი აირჩიოს და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროსაბჭოს თავმჯდომარე არ გახდეს, განაცხადა ევროსაბჭოს მოქმედმა ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა.
მანამდე მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივნისში ევროპარლამენტის დეპუტატთა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს და არჩევის შემთხვევაში უკვე ივლისში პოსტიდან წასვლა მოუწევს. ხოლო თუ ევროკავშირი დროულად არ დანიშნავს ევროსაბჭოს ახალ ხელმძღვანელს, ეს პოზიცია შეიძლება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაიკავოს, რომლის ქვეყანაც 1 ივლისს ევროკავშირის თავმჯდომარე ხდება.
„მინდა მკაფიოდ განვმარტო, რომ ჩემი შემცვლელის თაობაზე გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში ივნისში უნდა ყოფილიყო მიღებული. ხოლო ევროპარლამენტში ჩემი გადასვლის საკითხი ივლისში გაირკვევა. ამიტომ ევროსაბჭოს იოლად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და თანამდებობაზე ჩემი შემცვლელი დანიშნოს. თუ პოლიტიკური ნება იქნება, არსებობს ბევრი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ვიქტორ ორბანის [თავმჯდომარეობა] თავიდან ავიცილოთ“, — განაცხადა მიშელმა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროსაბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ევროპარლამენტის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, და პირველი შემთხვევაა, როცა ის თანამდებობიდან დროზე ადრე მიდის.
თავად ვიქტორ ორბანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 50 მლრდ ევროს გამოყოფის საკითხი დაბლოკა, აცხადებს, რომ მისი თავმჯდომარეობა „უფრო სამშვიდობო ხასიათისა“ იქნება, ხოლო საკუთარ ამოცანად „ბრიუსელის ოკუპაციას“ ასახელებს.