რა მოცულობის ბუნებრივ აირს შემოიტანს საქართველო 2024 წელს?

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, 2024 წელს ქვეყანა 3.217 მილიარდი კუბური მეტრი საწვავის იმპორტირებას გეგმავს.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოში ბუნებრივი აირის ბალანსი 2024 წელს შეადგენს 3.231 მლრდ კუბურ მეტრს, საიდანაც 99,6% მის იმპორტზე მოდის, ნათქვამია ბუნებრივი გაზის ბალანსის შესახებ მონაცემებში, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველო თითქმის სრულად აკმაყოფილებს ბუნებრივი გაზის მოთხოვნებს იმპორტის ხარჯზე. აზერბაიჯანი „ცისფერი საწვავის" მთავარი მომწოდებელია საქართველოში, თუმცა 2023 წელს შესამჩნევად გაიზარდა მოწოდება რუსეთიდან.
ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, 2024 წელს ქვეყანა 3.217 მილიარდი კუბური მეტრი საწვავის იმპორტირებას გეგმავს, საიდანაც 3.017 მლრდ კუბური მეტრი აზერბაიჯანიდან შემოვა. რუსეთიდან, სავარაუდოდ, 200 მლნ კუბური მეტრი გაზი შემოვა.
ბუნებრივ აირზე მოთხოვნა ქვეყანაში 3,191 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს. კერძოდ, მოსახლეობა იყენებს 1.458 მლრდ კუბურ მეტრს, თბოელექტროსადგურები - 762,6 მლნ კუბურ მეტრს, ხოლო 970 მლნ კუბურ მეტრს კომერციული სექტორი იყენებს.
როგორც უფრო ადრე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ამჟამად საქართველო ენერგორესურსებს, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ყველაზე დაბალ ფასად იღებს. გარდა ამისა, მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გამო ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ მომწოდებელზე.
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები>>
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებულია 1,7 მლრდ კუბური მეტრი გაზი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პ0ერიოდთან შედარებით 10,5%-ით ნაკლებია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში რუსეთიდან იმპორტირებულია 108,8 მილიონი დოლარის გაზი, რაც 49,6%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0