https://sputnik-georgia.com/20231220/eleqtroenergiis-moxmareba-saqartvelosi-axali-monacemebi-285106371.html
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 51,2%-ით გაიზარდა 20.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-20T21:06+0400
2023-12-20T21:06+0400
2023-12-20T21:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696901_0:163:3000:1851_1920x0_80_0_0_29b76d39285d02aa500e9e5febea4805.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 2022 წლის 11 თვის მონაცემებთან შედარებით 7,7%-ით შემცირდა და 12,4 მლრდ კვტ სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ვებგვერდზე არსებულ მონაცემებში.საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერაციამ 13,2 მილიარდი კვტ სთ შეადგინა - 0,7%-ით მეტი 2022 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით.გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,1 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 3,1 მილიარდი კვტ სთ, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 79,83 მილიონი კვტ სთ გამოიმუშავა, იტყობინება ESCO.2023 წლის დასაწყისიდან საქართველომ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.წყალქვეშა ენერგოკაბელი საქართველოს ელექტროენერგიის ნეტოექსპორტიორად აქცევს – დავითაშვილი >>ოპერატორის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 51,2%-ით გაიზარდა და 1,5 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში გადიოდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 88,8% შეადგინა. მეზობელ ქვეყანაში 1,3 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგია გავიდა.ასევე, საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში (86,33 მლნ კვტ სთ), სომხეთში (78,46 მლნ კვტ სთ) და რუსეთში (0,18 მლნ კვტ სთ).გარდა ამისა, იანვარ-ნოემბერში საქართველომ მეზობელი ქვეყნებიდან შემოიტანა იმპორტი - რუსეთიდან (678,4 მლნ კვტ სთ) და აზერბაიჯანიდან (3,29 მლნ კვტ სთ).საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696901_158:0:2842:2013_1920x0_80_0_0_c32bf57261103ca63f1354e0423e99db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 51,2%-ით გაიზარდა
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 2022 წლის 11 თვის მონაცემებთან შედარებით 7,7%-ით შემცირდა და 12,4 მლრდ კვტ სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ვებგვერდზე არსებულ მონაცემებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერაციამ 13,2 მილიარდი კვტ სთ შეადგინა - 0,7%-ით მეტი 2022 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,1 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 3,1 მილიარდი კვტ სთ, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 79,83 მილიონი კვტ სთ გამოიმუშავა, იტყობინება ESCO.
2023 წლის დასაწყისიდან საქართველომ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.
ოპერატორის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 51,2%-ით გაიზარდა და 1,5 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში გადიოდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 88,8% შეადგინა. მეზობელ ქვეყანაში 1,3 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგია გავიდა.
ასევე, საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში (86,33 მლნ კვტ სთ), სომხეთში (78,46 მლნ კვტ სთ) და რუსეთში (0,18 მლნ კვტ სთ).
გარდა ამისა, იანვარ-ნოემბერში საქართველომ მეზობელი ქვეყნებიდან შემოიტანა იმპორტი - რუსეთიდან (678,4 მლნ კვტ სთ) და აზერბაიჯანიდან (3,29 მლნ კვტ სთ).
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.