მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობის შენობა
საქართველოს მთავრობის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. სახელმწიფო მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1.000-მდე ოჯახს ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემთ, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა განიხილეს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 მლნ ლარს შეადგენს.
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
უწყების ცნობით, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე, თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.
აღნიშნული კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.
პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახებს საცხოვრებელი ფართებით საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში დააკმაყოფილებენ.
ყველა ახალი ამბავი
0