მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Юрий Тутовფრანც ბეკენბაუერი (მარჯვნივ)
ფრანც ბეკენბაუერი (მარჯვნივ) - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
მიუნჰენის „ბავარიის“ შემადგენლობაში მცველმა ოთხჯერ მოიგო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონატი და სამჯერ - ევროპული ჩემპიონატების თასი
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში, გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო DPA.
ყოფილი სპორტსმენი კვირას გარდაიცვალა.
მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, ბეკენბაუერს მოგებული აქვს Euro-1972. მიუნჰენის „ბავარიის“ შემადგენლობაში მცველმა ოთხჯერ მოიგო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონატი და სამჯერ - ევროპული ჩემპიონატების თასი (ახლა - ჩემპიონთა ლიგა).
ბეკენბაუერი - „ოქროს ბურთის“ ორგზის მფლობელია.
ყველა ახალი ამბავი
0