https://sputnik-georgia.com/20240108/fermerta-saprotesto-aqcia-germaniasi-285504281.html
პროტესტი გერმანიაში: ფერმერებმა ბრანდენბურგის კარიბჭეს ტრაქტორები მიაყენეს - ვიდეო
პროტესტი გერმანიაში: ფერმერებმა ბრანდენბურგის კარიბჭეს ტრაქტორები მიაყენეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გერმანელმა ფერმერებმა დღეს დილით, გამთენიისას, საპროტესტო აქციების კვირეული დაიწყეს მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, ეტაპობრივად... 08.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-08T16:39+0400
2024-01-08T16:39+0400
2024-01-08T16:39+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანია
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/08/285504111_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_dc216481b6dd9a04e00c4a284e8dd5de.jpg
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გერმანელმა ფერმერებმა დღეს დილით, გამთენიისას, საპროტესტო აქციების კვირეული დაიწყეს მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, ეტაპობრივად გააუქმოს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება.როგორც ისინი აცხადებენ, შეღავათების გარეშე, რაც დიზელის საწვავის სუბსიდირებასა და სატვირთო მანქანებისთვის საავტომობილო გზების გადასახადების შემცირებას გულისხმობს, ბევრი მეურნეობა უბრალოდ გაკოტრდება.გავრცელებული ინფორმაციით, აქციები სხვადასხვა ფედერალურ მიწებზე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან მაგისტრალებზე ტარდება, სადაც მოპროტესტეები ტრაქტორებით მივიდნენ. ფერმერებს მხარი კერძო სატრანსპორტო საწარმოების მფლობელებმაც დაუჭირეს, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის მნიშვნელოვანი შეფერხება, ზოგან კი სრული შეწყვეტა გამოიწვია.ასე მაგალითად, ბერლინში ფერმერებმა ტრაქტორები და სატვირთო ავტომობილები პირდაპირ ბრანდენბურგის კარიბჭის მიაყენეს, რომელიც კანცლერის ადმინისტრაციისა და ბუნდესტაგის შენობების მახლობლად მდებარეობს. პოლიციამ ფერმერებს მოუწოდა, თავი აარიდონ არეულობას.არსებული ცნობით, დღევანდელი აქცია ყველაზე მასშტაბურია ფერმერთა საპროტესტო ტალღის დაწყების შემდეგ. მთავრობის გარკვეული დათმობების მიუხედავად, რაც სუბსიდიების გაუქმებაზე ეტაპობრივ გადასვლას გულისხმობს 2026 წლამდე, აგრარიკოსები აქციებს არ წყევეტენ და კვლავაც მოითხოვენ დიზელის საწვავის შესაძენად მანამდე არსებული პირობების დაბრუნებას.გერმანელმა ფერმერებმა აქციები 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფედერალური მთავრობა დიზელის საწვავის იაფად შეძენისა და საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გეგმავდა და ამ გზით ყოველწლიურად 480 მილიონი ევროს დაზოგვას აპირებდა.რამდენიმე დღის წინ, ფერმერების ჯგუფმა სამგზავრო ბორანზე დაბლოკა გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი, რომელიც შვებულებიდან ბრუნდებოდა. მაშნ პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/08/285504111_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_e7850d2fee24f38e8a2439e3a428e9f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, გერმანია , პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, გერმანია , პოლიტიკა
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გერმანელმა ფერმერებმა დღეს დილით, გამთენიისას, საპროტესტო აქციების კვირეული დაიწყეს მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, ეტაპობრივად გააუქმოს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება.
როგორც ისინი აცხადებენ, შეღავათების გარეშე, რაც დიზელის საწვავის სუბსიდირებასა და სატვირთო მანქანებისთვის საავტომობილო გზების გადასახადების შემცირებას გულისხმობს, ბევრი მეურნეობა უბრალოდ გაკოტრდება.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციები სხვადასხვა ფედერალურ მიწებზე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან მაგისტრალებზე ტარდება, სადაც მოპროტესტეები ტრაქტორებით მივიდნენ. ფერმერებს მხარი კერძო სატრანსპორტო საწარმოების მფლობელებმაც დაუჭირეს, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის მნიშვნელოვანი შეფერხება, ზოგან კი სრული შეწყვეტა გამოიწვია.
ასე მაგალითად, ბერლინში ფერმერებმა ტრაქტორები და სატვირთო ავტომობილები პირდაპირ ბრანდენბურგის კარიბჭის მიაყენეს, რომელიც კანცლერის ადმინისტრაციისა და ბუნდესტაგის შენობების მახლობლად მდებარეობს. პოლიციამ ფერმერებს მოუწოდა, თავი აარიდონ არეულობას.
არსებული ცნობით, დღევანდელი აქცია ყველაზე მასშტაბურია ფერმერთა საპროტესტო ტალღის დაწყების შემდეგ. მთავრობის გარკვეული დათმობების მიუხედავად, რაც სუბსიდიების გაუქმებაზე ეტაპობრივ გადასვლას გულისხმობს 2026 წლამდე, აგრარიკოსები აქციებს არ წყევეტენ და კვლავაც მოითხოვენ დიზელის საწვავის შესაძენად მანამდე არსებული პირობების დაბრუნებას.
გერმანელმა ფერმერებმა აქციები 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფედერალური მთავრობა დიზელის საწვავის იაფად შეძენისა და საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გეგმავდა და ამ გზით ყოველწლიურად 480 მილიონი ევროს დაზოგვას აპირებდა.
რამდენიმე დღის წინ, ფერმერების ჯგუფმა სამგზავრო ბორანზე დაბლოკა გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი, რომელიც შვებულებიდან ბრუნდებოდა. მაშნ პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.