დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 იანვარი

© photo: Sputnik / Stringerსაახალწლო ილუმინაციები
საახალწლო ილუმინაციები - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 8 იანვარია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღეს აჩქარება არ ღირს – ეცადეთ, დაისვენოთ. თუ ვერ ახერხებთ დასვენებას და უნდა იმუშაოთ, მაშინ მოემზადეთ ბარიერების გასანადგურებლად და კონკურენტების ხაფანგების შემდეგ „ფორმაში ჩასადგომად“. არ ღირს ჩვენი სურვილების ცხოვრებაში ხორცშესხმის მცდელობა – მხოლოდ პრობლემებს შევიქმნით.
უმჯობესი იქნება, თუ საყიდლებს გადავდებთ.
ვერძი: მრავალი საინტერესო და უჩვეულო ვითარება გელოდებათ. მოგიწევთ სადავეების ხელში აღება – არ ღირს გარემოებებზე ან ვარსკვლავებზე მინდობა, ახლა მომავალი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ასტროლოგები გირჩევენ, ფრთხილად იყოთ – არიან არაკეთილმოსურნეები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენთვის „კვანტის“ გამოდება.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
კურო: წინსვლა ადვილი არ იქნება – შესაძლოა, ჩიხში შეხვიდეთ. თუ კარგად დაფიქრდებით, შეიძლება მათი გადალახვა. ასე რომ, დაძაბეთ გონება და ყველფერი გამოგივათ. დღის გეგმას ნუ დააწყობთ – დიდი ალბათობით, მას განხორციელება არ უწერია. მაგრამ, ამავე დროს, ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ – შეძლებთ ვითარებებში ორიენტირებას.
ტყუპი: გაატარეთ ეს დღე საყვარელ ან თქვენთვის სიმპათიურ ადამიანებთან, ისინი თქვენ ცხოვრებაში პოზიტივს შემოიტანენ, რაც ასე მნიშვნელოვანია ახლა. არ ენდოთ უცნობების ქათინაურებს – მათ თქვენთან დაახლოება უნდათ არცთუ კარგი მიზნების გამო. დაიცავით დისტანცია. ასტროლოგების რჩევაა, ურთიერთობებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
კირჩხიბი: თანაშემწედ ნებისმიერ ადამიანს ნუ დაიყენებთ. ჯერ კარგად შეარჩიეთ კანდიდატურა – ნდობა მუშაობაში მნიშვნელოვანია. უცნობებმა შეიძლება თქვენი მოტყუება გადაწყვიტონ. სიახლეებს კრიტიკულად შეხედეთ. ასტროლოგები გირჩევენ, ჯანმრთელობას ყურადღებით მიადევნოთ თვალი და საჭიროების შემთხვევაში, ექიმს მიმართოთ.
პართენონი ათენში - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
ძველბერძნული მითოლოგიის რომელ ღმერთს შეესაბამება შენი ზოდიაქოს ნიშანი
ლომი: დღეს ფრიად გაბრწყინებული იქნებით – შესანიშნავად გამოიყურებით და არაერთი ადამიანის გულის დაპყრობა შეგიძლიათ. მაგრამ მათი ნდობა არ ღირს – სჯობს, შეამოწმოთ ყველაფერი გაგონილი, რათა სიცრუის ხაფანგში არ გაებათ. ასტროლოგები გირჩევენ, სურვილები და მიზნები შორს გადადოთ – ახლა მათი რეალიზაცია ძალიან რთული იქნება და მრავალ პრობლემას წააწყდებით.
ქალწული: ექსპერტები დღეს კამათს არ გირჩევენ, სჯობს, ამას ყველანაირად თავი აარიდოთ. ისაუბრეთ ზოგად თემებზე, გაუფრთხილდით ნერვებს. გრძნობებთან მიმართ იფრთხილეთ – შეიძლება მათი ჩვენება, მაგრამ ნურავის „დაახრჩობთ“ და დააფრთხობთ მოჭარბებული გრძნობებით. ასტროლოგები გირჩევენ, უცხო ადამიანები ახლოს არ მოუშვათ, შესაძლებელია, მათ თქვენი „გაცუცურაკება" მოინდომონ.
სასწორი: შეგიძლიათ მიზნების მიღწევა, მაგრამ გზა ადვილი არ იქნება, მოგიწევთ ბარიერებთან და უსიამოვნო პიროვნებებთან შეჯახება. მაგრამ ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, არ გაჩერდეთ და არაფრის შეგეშინდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, შეამოწმოთ ყველა ინფორმაცია, კრიტიკულად შეხედოთ ყველაფერს – არაა გამორიცხული, ვინმე თქვენს მოტყუებას შეეცადოს.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2018
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება
მორიელი: ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით – არ ღირს მათი რამე საქმეში ჩადება, არც გასესხება. ასევე ცუდი იდეაა საყიდლებზე წასვლა – დიდი ალბათობით, შეძენილი ნივთები უხარისხო აღმოჩნდება. ექსპერტების რჩევაა, არავის ენდოთ სიტყვაზე – შეამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, რათა არავინ სცადოს თქვენი მოტყუება.
მშვილდოსანი: ადამიანებს თქვენი ქარიზმითა და მომხიბვლელობით მოაჯადოებთ – შესანიშნავად გამოიყურებით. გამოჩნდებიან თაყვანისმცემლები, მაგრამ ეცადეთ, ისინი რბილად ჩამოიშოროთ, არავის აწყენინოთ. ასტროლოგების რჩევაა, ემოციებთან დაკავშირებით ფრთხილად იყოთ – ზედმეტად ნუ შეაწუხებთ თქვენი გრძნობებით ახლობლებს. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა.
თხის რქა: განსაკუთრებულად რთულ და სერიოზულ საქმეებში პაუზა აიღეთ – ეს პრობლემებისგან დაგიცავთ. მაგრამ არ გადადოთ ისინი დიდი ხნით – ხვალ–ზეგ ამ საქმეებისთვის ხელსაყრელი დრო დადგება. ასტროლოგები გირჩევენ, არ ენდოთ უცნობ ადამიანებს, რადგან ზოგიერთ მათგანს, შესაძლოა, ფარული ანგარება ამოძრავებდეს. იკონტაქტეთ მხოლოდ სანდო ადამიანებთან.
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში
მერწყული: მომავლისკენ უნდა გაიხედოთ, რომელიც ნამდვილად ნათელი იქნება. კარგია არა მხოლოდ გეგმების დაწყობა, არამედ მათი ხორცშესხმაც – ვარსკვლავები დაგეხმარებიან. ასტროლოგები გირჩევენ, ფული ტყუილუბრალოდ არ დახარჯოთ, სჯობს, ის სერიოზული საყიდლების ან „შავი დღისთვის“ გადადოთ. შემდეგ ამ რჩევისთვის მადლობას იტყვით.
თევზები: დღეს ვარსკვლავები როგორც სასიამოვნო, ისე არასასიამოვნო მოვლენებს გპირდებიან, ასე რომ, მოემზადეთ არცთუ მარტივი დღისთვის. ადვილი იქნება შეცდომების დაშვება, ამიტომ ყველაფერს ყურადღებით მოეკიდეთ. არახელსაყრელი დროა შოპინგისთვის – არაა გამორიცხული, რამე უხარისხო ნივთში დახარჯოთ თანხა, ამიტომ საყიდლებზე წასვლა სხვა დროისთვის გადადეთ.
ყველა ახალი ამბავი
0