კვარაცხელიას „ნაპოლი“ საზონოვის „ტორინოსთან“ დამარცხდა

© Courtesy of SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2024
გამოწერა
„ნაპოლი“ ზედიზედ მეოთხე თამაშში დამარცხდა და 19 ტურის შემდეგ მეცხრე ადგილზე ჩამოქვეითდა
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ახალი წლის პირველ მატჩში სტუმრად ანგარიშით 0:3 დამარცხდა „ტორინოსთან“, რომელშიც ამ სეზონიდან საბა საზონოვი თამაშობს.
იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრაში მოედანზე მაყურებლებმა საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე იხილეს – ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო საბა საზონოვი მასპინძელთა რიგებში 76-ე წუთზე გამოჩნდა.
შეხვედრა „ტორინოს“ უპირატესობით დაიწყო, მასპინძლებმა პირველი რეალური საგოლე მომენტიც 22-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ ნიკოლა ვლასიჩმა ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა.
43-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ანტონიო სანაბრიამ ანგარიში გახსნა და „ტორინომ“ პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 მოიგო.
იტალიის მედია: კვარაცხელიას თამაშს ნერვიულობა დაეტყო >>
მეორე ტაიმი „ნაპოლისთვის“ ცუდი სცენარით დაიწყო – 49-ე წუთზე სტუმრები 10 მოთამაშით დარჩნენ – უიღბლო გამოდგა პასკუალე მაძოკის დებიუტი, რომელიც მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა, მაგრამ უხეშობისთვის ოთხ წუთში მოედნიდან გააძევეს.
66-ე წუთზე ალესანდრო ბონჯორნომ „ტორინოს“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:0.
„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო და 19 ტურის შემდეგ 28 ქულით მე-9 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „ტორინომ“ (27) ნეაპოლელებთან ჩამორჩენა შეამცირა და მე-10 ადგილზე დაწინაურდა.
მომდევნო მატჩს კვარაცხელიას კლუბი 13 იანვარს „სალერნიტანის“ წინააღმდეგ გამართავს.
ყველა ახალი ამბავი
0