https://sputnik-georgia.com/20231231/italiis-media-kvaracxelias-tamass-nerviuloba-daetyo-285367442.html
იტალიის მედია: კვარაცხელიას თამაშს ნერვიულობა დაეტყო
იტალიის მედია: კვარაცხელიას თამაშს ნერვიულობა დაეტყო
Sputnik საქართველო
„ნაპოლიმ“ 2023 წლის ბოლო მატჩში საკუთარ მოედანზე „მონცა“ ვერ დაამარცხა - 0:0. 31.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-31T19:13+0400
2023-12-31T19:13+0400
2023-12-31T19:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/05/271044271_0:44:1142:686_1920x0_80_0_0_c7327510aa6130ed49b1712701507a7b.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. იტალიურმა მედიამ „ნაპოლის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს „მონცასთან“ მე-18 ტურის მატჩში ნერვიული უწოდა.„ნაპოლიმ“ 2023 წლის ბოლო მატჩში საკუთარ მოედანზე „მონცა“ ვერ დაამარცხა - 0:0. მეტიც, მეტოქეს შეეძლო ნეაპოლიდან სამი ქულის წაღება, მაგრამ მატეო პესინამ 68-ე წუთზე პენალტი ააცილა. მალე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველი ფეხბურთელის შემდეგ უკვე წითელი ბარათი „ნაპოლის“ მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მიიღო.„ნერვიულობდა, კარისკენ მისასვლელი გზა მარჯვენა ფლანგზე გადაადგილებით ცდილობდა გაეკვალა, ყვითელი ბარათები აჰკიდა პერეირას და ჩიტადინს. შემდეგ დი გრეგორიოს წინ დარჩენილმა ვერ გაიტანა და ძალიან, ძალიან ნერვიული გახდა“, - წერს Corriere dello Sport.„ამის მიუხედავად, კვარაცხელია „ნაპოლიში“ მაინც ერთადერთია, ვინც ყოველთვის რეგულარულად ამწვავებს თამაშს“, - წერს TuttoNapoli.„ნაპოლი“ 18 ტურის შემდეგ 28 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე პოზიციას იკავებს, პირველ ადგილზეა „ინტერი“ 48 ქულით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/05/271044271_0:45:1142:903_1920x0_80_0_0_69075bc11a7d24df72a5d9874c09a11d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
იტალიის მედია: კვარაცხელიას თამაშს ნერვიულობა დაეტყო
„ნაპოლიმ“ 2023 წლის ბოლო მატჩში საკუთარ მოედანზე „მონცა“ ვერ დაამარცხა - 0:0.
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. იტალიურმა მედიამ „ნაპოლის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს „მონცასთან“ მე-18 ტურის მატჩში ნერვიული უწოდა.
„ნაპოლიმ“ 2023 წლის ბოლო მატჩში საკუთარ მოედანზე „მონცა“ ვერ დაამარცხა - 0:0. მეტიც, მეტოქეს შეეძლო ნეაპოლიდან სამი ქულის წაღება, მაგრამ მატეო პესინამ 68-ე წუთზე პენალტი ააცილა. მალე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველი ფეხბურთელის შემდეგ უკვე წითელი ბარათი „ნაპოლის“ მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მიიღო.
„კვარაცხელიამ, გასულ სეზონში „ნაპოლის“ მამოძრავებელმა ძალამ და ამ სეზონის მარტოხელა ლიდერმა საკმაოდ უფერული საღამო ჩაატარა. ქართველს ნერვული რეაქციები ჰქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც „ნაპოლიმ“ „მონცას“ დაცვის საწინააღმდეგოდ ვერაფერი მოახერხა“, - წერს Tuttonapoli.
„ნერვიულობდა, კარისკენ მისასვლელი გზა მარჯვენა ფლანგზე გადაადგილებით ცდილობდა გაეკვალა, ყვითელი ბარათები აჰკიდა პერეირას და ჩიტადინს. შემდეგ დი გრეგორიოს წინ დარჩენილმა ვერ გაიტანა და ძალიან, ძალიან ნერვიული გახდა“, - წერს Corriere dello Sport.
„ეს დასავიწყებელი თამაშია. ის მონდომებულია, კარში უმიზნებს, უამრავ ჯარიმას იკიდებს, დაცვას ყოველთვის პრობლემებს უქმნის, მაგრამ მისი დარტყმები არაზუსტია და როდესაც დი გრეგორიოსთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ვერ გაიტანა, ამან გუნდის განწყობა დაამძიმა“, - წერს La Gazzetta dello Sport.
„ამის მიუხედავად, კვარაცხელია „ნაპოლიში“ მაინც ერთადერთია, ვინც ყოველთვის რეგულარულად ამწვავებს თამაშს“, - წერს TuttoNapoli.
„ნაპოლი“ 18 ტურის შემდეგ 28 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე პოზიციას იკავებს, პირველ ადგილზეა „ინტერი“ 48 ქულით.