მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი უკრაინისთვის დახმარების ალტერნატიულ პაკეტს ამზადებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2024
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ბრიუსელი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ პაკეტს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ 1 თებერვლის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნები ვერ დაამტკიცებენ კიევის მხარდაჭერის ოთხწლიან პროგრამას 50 მილიარდი ევროს ოდენობით.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირს 1 იანვრიდან სწორედ ბელგია თავმჯდომარეობს.
„მთავარი პრიორიტეტი — ეს ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევაა. თუმცა ჩვენ უკვე ვმუშაობთ ოპერატიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეიძლება საპირისპირო შემთხვევაში იყოს გამოყენებული“, — განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ამასთან მან ალტერნატიული პაკეტის დეტალები არ გაამჟღავნა. თუმცა დააკონკრეტა, რომ ახალი წლის წინ ევროკავშირმა უკრაინას მილიარდნახევარი ევრო გადაურიცხა, რაც 2023 წლის 18 მილიარდიანი დახმარების პროგრამის ბოლო ტრანში იყო.
თავის მხრივ, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პროგრამა უპრობლემოდ იქნება შეთანხმებული, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.
დეკემბრის შუა რიცხვებში გაზეთი Financial Times წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ბუდაპეშტისთვის ხმის უფლების ჩამორთმევაზე დაიწყეს მსჯელობა, რათა კიევისთვის დახმარების ახალ პაკეტზეშეთანხმებას მიაღწიონ.
ყველა ახალი ამბავი
0