მესტიის მიმართულებით რამდენიმე წუთით გახსნილ საავტომობილო გზაზე მოძრაობა ისევ აიკრძალა

© photo: Sputnik / Stringerქვათაცვენა
ქვათაცვენა - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2024
გამოწერა
ამ დროისთვის ახალი ქვათაცვენის გამო ავტომობილებს მოძრაობა მხოლოდ ხაიშამდე შეუძლიათ.
თბილისი, 4 იანვარი - Sputnik. ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე რამდენიმე წუთით გახსნილი ხაიშის მონაკვეთი ისევ ჩაიკეტა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გუშინ მესტიის გზაზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე მონაკვეთზე) დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა. ქვათაცვენის გამო გუშინ საღამოდან გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ორივე მიმართულებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ხაიშის მონაკვეთზე მოძრაობა ცოტა ხნის წინ ორმხრივად გაიხსნა, თუმცა ახალი, დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო ისევ ჩაიკეტა.
ქვათაცვენა სვანეთში: მაღალმთიანი რეგიონი გარე სამყაროს მოწყდა>>
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე საჭირო ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად აგრძელებს გაწმენდით სამუშაობს.
ყველა ახალი ამბავი
0